მთავარისიახლეებისაზოგადოებასაშიშროებამ გადაიარა, სპილო გრანდს მეორე ეშვი ამოუღეს, იგი ნარკოზიდან გამოვიდა და ვოლიერშიც...

საშიშროებამ გადაიარა, სპილო გრანდს მეორე ეშვი ამოუღეს, იგი ნარკოზიდან გამოვიდა და ვოლიერშიც გასეირნეს

Published on

სპილო გრანდისთვის ეშვის ამოღების სამსაათიანი ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და სპეციალისტებმა სპილო უკვე ფეხზე წამოაყენეს. იგი ვოლიერში დამოუკიდებლად გადაადგილდება. სპილო გრანდი ამ წუთებშიც სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
 
ოპერაცია ღია ცის ქვეშ, ვოლიერში ჩატარდა. ოპერაციის დასაწყისში კამერებსა და ფოტოგრაფებს საშუალება მისცეს 15 წუთით პროცესი გადაეღოთ.
 
უცხოელი ვეტერინარების შერჩევაში თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობას „ბი ბი სი“ დაეხმარა. ადგილზე იმყოფება BBC-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც ამ ოპერაციისა და თბილისის ზოოპარკის შესახებ ერთსაათიან ფილმს გადაიღებს.
 
 
 
„ოპერაციამ ბრწყინვალედ ჩაიარა. ჩვენმა მეგობრებმა, სამხრეთ აფრიკელმა ვეტექიმებმა ბრწყინვალედ იმუშავეს. გრანდი თავს კარგად გრძნობს, ფეხზეა. გართობის ხასიათზეა, ანუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა, შემდეგი დღეები მოვლა და ყურადღება სჭირდება, რათა ჭრილობა არ გაურთულდეს. რა თქმა უნდა, მოვლას არ მოვაკლებთ", – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.

 
სპილო გრანდს ერთი ეშვი 2014 წელს ამოუღეს და მაშინ ოპერაცია 11 საათს გაგრძელდა –  სპილოს ძალიან გაუჭირდა ანესთეზიის შემდეგ გამოსვლა . ამჯერად ოპერაციამ უფრო სწრაფად გაიარა და არც გრანდმა ,,ისურვა'' დიდხანს ძილი.
 
რატომ დასჭირდა გრანდს ესოდენ რთული ოპერაციები?
 
1999 წლის ნოემბერში, როცა სპილო მოსკოვის ზოოპარკიდან ერევნის ზოოპარკში გადაჰყავდათ, გრანდი სულ პატარა, 4 წლის იყო. გზაში კონტეინერი ამოტრიალდა. ერთი შეხედვით სპილოს დაზიანებები არ ემჩნეოდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ინციდენტის შედეგად ეშვები მოიტეხა. ერევნის ზოოპარკში ჩასულს, რამდენიმე ხნის შემდეგ, სისხლდენა დაეწყო, მოგვიანებით კი ორგანიზმის დაინფიცირების საფრთხეც გაჩნდა. ჰოლანდიელმა ვეტექიმებმა დაადგინეს, რომ ჭრილობებში ჩირქი იყო დაგროვილი და ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ეშვების ყოველდღიური გამორეცხვა გახდებოდა საჭირო.
 
2014 წელს გრანდი თბილისში ჩამოიყვანეს და მალევე დაიგეგმა ურთულესი ოპერაცია. სპილოს ეშვები ყბის ძვალთან იმდენად ახლოს ჰქონდა მოტეხილი, რომ ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელი იყო. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობას, დროთა განმავლობაში, შესაძლოა მისი დაღუპვა გამოეწვია. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაცია გართულდა და დაგეგმილზე მეტი დრო გაგრძელდა, მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება მოხერხდა. ახლა ეს ამოცანაც დაძლეულია, გრანდს არცერთი ეშვი არა აქვს , მაგრამ  აღარაფერი შეაწუხებს და, რაც მთავარია ფეხზეა. და ეს ძალიან ახარებს ამ საყვარელი არსების გულშემატკივრებს

სიახლეები

“იმედი მაქვს სანქციები არ დაიგვიანებს!” – სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი EU საელჩოებს წერილით მიმართავს

სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი ევროპული ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავს. გლდანის საპყრობილეში გამოკეტილი, ოლიგარქის რეჟიმის...

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

სენატში MEGOBARI აქტის განხილვა 27 მარტს გაიმართება – რაუფოღლუ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI Act-ს27 მარტს განიხილავს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში...

რა ადგილი ეჭირა “მერაბ სოხუმსკის” ცხოვრებაში ძმას და რა შეიძლება მოჰყვეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას

"თაიმერი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინდელი თავდასხმა ლევან ჯანგველაძეზე, რომელიც...