მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაცები ბრუნდებიანო... რა ნაცები ბრუნდებიან?! უამრავი ახალი ხალხია საქართველოში. ამ ადამიანებს უნდა...

“ნაცები ბრუნდებიანო… რა ნაცები ბრუნდებიან?! უამრავი ახალი ხალხია საქართველოში. ამ ადამიანებს უნდა გავუხსნათ გზა,“- მიხეილ სააკაშვილი

Published on

გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არაფერი დაუშავებია და საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცვას.
 
ამის შესახებ მან განცხადება არჩევანის პირდაპირ ეთერში ჩართვისას გააკეთა. 
 
„მთელი დღე მესმის, რომ ჩემით აშინებენ ადამიანებს, რომ მოვა ვაშაძე და შეიწყალებს სააკაშვილს. ჯერ ერთი, მე არავის შესაწყალებელი არაფერი არ მჭირს. არც მარგველაშვილისთვის მიმიმართავს შეწყალებაზე და არც პრეზიდენტ ვაშაძეს ვაპირებ, მივმართო შეწყალებისთვის. ვისი რა შესაწყალებელი მჭირს. ალბათ, ვიღაცაში გერევით. მე თითზე გადასახვევი არაფერი წამიღია საქართველოდან. რაც მქონდა, ყველაფერი ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რომელიც ჩემი საკუთრებაც არ არის და წიგნებიც ჩავიტანეთ საკუთარი ხელით. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა ჩემი პრეზიდენტობის დროს და მე არც ერთი სხვა დანაშაული არ მიმიძღვის, გარდა იმისა, რომ ავაშენე ქართული სახელმწიფო. მე ვაპირებ ჩემი უფლებების სამართლებრივად დაცვას,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
რაც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სხვადასხვა ბრალდებით იხდიან ციხეში სასჯელს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც ისინი დატოვებენ საპყრობილეებს, უკეთესი იქნება, თუ ისინი პოლიტიკას არ დაუბრუნდებიან და მიხედავენ საკუთარ ჯანმრთელობას.
 
„პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალი ხალხი. ნაცები ბრუნდებიანო… რა ნაცები ბრუნდებიან?! უამრავი ახალი ხალხია საქართველოში. ამ ადამიანებს უნდა გავუხსნათ გზა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა ის თავად პოლიტიკაში დაბრუნებას,  მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მოქმედი პოლიტიკოსია და არსად წასულა პოლიტიკიდან. თუმცა, მისი თქმით, ის არ აპირებს რომელიმე თანამდებობის დაკავებას.
 
„პოლიტიკაში მე ვარ, ვმონაწილეობ აქტიურ კამპანიაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა.
 
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არა აქვს უფლება, რუსეთზე ისაუბროს მაშინ, როდესაც ოფიციალური მოსკოვი სწორედ მის განცხადებებს იყენებენ ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ.  
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს ექნება უფრო მეტი მხარდაჭერა და ქართული ოცნების განცხადებები, თითქოს, სალომე ზურაბიშვილის გაიმარჯვებს, არის აბსურდი.
 
„როდესაც ვინმე ჩუგოშვილი იძახის, სააკაშვილის დროს შეუძლებელი იყო ხელისუფლების გადაცემაო, უკაცრავად, გოგო, აბა მოდი ცოტა ჭკუაზე. აბა, შენ ხელისუფლებაში როგორ მოხვედი, ქალბატონო ჩუგოშვილო? მე ეგზიტპოლების გამოცხადებიდან 5 წუთში დავადასტურე ეს შედეგი. მერე ერთთვიანი კურსი ჩაგიტარეთ უიმედოებს, მაგრამ მაინც, სახელმწიფოს მართვის. გადმოგაბარეთ ეს საათივით აწყობილი სახელმწიფო მანქანა, წავედით ისე, რომ პრეზიდენტის სასახლიდან არ წამიღია სუვენირებიც კი და თქვენ იძახით, რომ ჩვენ დროს არ ხდებოდა გადაბარება?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

ჩემი მთავარი პრიორიტეტია, პატრიარქი შეირაცხოს წმინდანად – ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

„მე რა ვიცი, რა უნდა იყოს პატრიარქის პრიორიტეტი. როდესაც ავირჩევთ საკუთარ სიტყვაში ყველაფერს გვეტყვის....

ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა

ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა - ამის შესახებ მთავარი...

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო-იუკნევიჩიანე

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია,...

გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა-საპატრიარქო

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების საპატრიარქო ტაძრის...