მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ძალადობის სამარცხვინო გაპრავება"- ასე აფასებენ ოპოზიციის წევრები ხელისუფლების რეაქციას ახალქალაქში მომხდარ...

“ძალადობის სამარცხვინო გაპრავება”- ასე აფასებენ ოპოზიციის წევრები ხელისუფლების რეაქციას ახალქალაქში მომხდარ თავდასხმაზე

Published on

"ძალადობის სამარცხვინო გაპრავება"- ასე აფასებენ ოპოზიციის წევრები, ხელისუფლების მიერ ახალქალაქში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, თავის მართლების მცდელობას. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ახალქალაქში ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.
 
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ როგორც ჩანს ხელისუფლება აგონიაშია.
 
„ეს არის პირდაპირი მანიშნებელი იმ აგონიისა, რომელშიც დღეს არის ხელისუფლება. ამას სჭირდება ახლა მყისიერი რეაგირება. აბსოლუტურად ნათელი არის ამაში ვინ მონაწილეობდა. დეპუტატი "ქართული ოცნების" და მისი ძმა და ის, რაც მათ გააკეთეს, ამაზე აუცილებად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება და უნდა იყვნენ ეს ადამიანები დაკავებული. დღეს ჩვენ პარლამენტიდან მოვისმინეთ  აბსოლუტურად სამარცხვინო გაპრავება იმისა, რომ თურმე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები პლაკატებს ხევდნენ და ამით იყო განპირობებული და გამართლებული გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის დარბევა. ახლა ამაზეც  კი წავიდა ხელისუფლება, რომ ამით ამართლებს იმ ძალადობას, რაც მოხდა ახალქალაქში. საბოლოო ჯამში ხელისუფლებას ეს ამბავი არ გაუვა. ისინი ამ არჩევნებს ნამდვილად წააგებენ და ახლა იმედი მაქვს, რომ პირველი ტურიდან მეორემდე ძალადობის ესკალირებას ისე არ მოახდენენ, რომ შეუქცევადი რაღაც პროცესები დაიწყოს,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი დამარცხებული და სუსტი ხელისუფლების ქმედებაა.
 
„ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალადობა, ეს ძალადობა არ არის პირველი. იქ სადაც უჭირს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში, იქ ის მიმართავს ძალადობას. ჩვენ გვახსოვს "ევროპულ საქართველოს" ადიგენის პარტიის ხელმძღვანელის თავდასხმა, სადღაც ივლისში. ჩვენ გვახსოვს კორცხელი. გუშინ იყო თავდასხმები და ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი არის სუსტი, დამარცხებული ხელისუფლების არაადეკვატური მცდელობები,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
 
თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებზე ახალქალაქში გუშინ მოხდა. ოპოზიციის წევრებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ენძელ მკოიანი და მისი 20 კაციანი დაჯგუფება გაუსწორდა. თავდასხმიდან უკვე 24 საათი გავიდა, გამოძიებას კი ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...

ეკა კუპატაძე: გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად საშიშია, თუ ვინმე დასუჯელობით წახალისდება, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე საქალაქო სასამართლოში ესწრება პროცესს და სადაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ...

Reuters: უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი სატელიტური სისტემის, Starshield-ის, შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, — ამის შესახებ...

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ...