ოპოზიცია კონსულტაციებისთვის ემზადება. ის ვინც მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მხარს უჭერს, სპეციალურ საკოორდინაციო საბჭოში გაერთიანდება.ყველა მინუს ერთი – ოპოზიციური პარტიების ლიდერები ელოდებიან ყველა პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა“. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრები კონსულტაციებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.“ბუნებრივია მისაღებია ეს წინადადებები და ჩვენ აქტიურად ვაპირებთ ამ და სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, რათა მომავალში, ერთიან ფორმატში, წარმატებით დავასრულოთ ქართული საზოგადოების ერთიანი კონსენსუსი, „ქართული ოცნების“ სახლში გაშვებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.კონსულტაციებში ერთვებიან „ევროპული საქართველოს“ წევრები. დავით ბაქრაძემ გაასაჯაროვა ინიციატივა ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო შტაბის შექმნის შესახებ. რა ფორმატით იმუშავებს შტაბი ჯერ უცნობია. სწორედ ეს იქნება თავდაპირველად კონსულტაციების თემა.„მნიშვნელოვანია მეორე ტურში მოხდეს მაქსიმალური მობილიზება იმ ძალების ვისაც აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურში მხარი დაუჭიროს ოპოზიციურ კანდიდატს და ამ შემთხვევაში ეს არის გრიგოლ ვაშაძე. იყოს უფრო კონკრეტულად საორგანიზაციო სტრუქტურა, სადაც უფრო ოპერატიულად მოხდება გარკვეული კოორდინაცია და ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი.
სიახლეები
სიახლეები
“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...
სიახლეები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...
სიახლეები
ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...
სიახლეები
აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს
ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...