მთავარისიახლეებიპოლიტიკაგედი ფოფხაძის და გიორგი ლომიას პირადი სასოწარკვეთილი გოდება თუ ხელისუფლებიდან მომდინარე...

გედი ფოფხაძის და გიორგი ლომიას პირადი სასოწარკვეთილი გოდება თუ ხელისუფლებიდან მომდინარე სამოქალაქო ომის მუქარა ?

Published on

გედი ფოფხაძის  გოდება, რომ  სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართ, სხვა არაფერია თუ არა უნერბლიე თუ ნებსითი განაცხადი იმაზე, როგორ აპირებს ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებას და…თუ ამან არ გაჭრა,  რეალურ ქმედებას ყველაზე უარესი სცენარით.
 
გედი ფოფხაძის შემდეგ აპოკალიფსს გვიწინასწარმეტყველებს  ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია.
 
, სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გაიმარჯვოს, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ისეთი კანდიდატი ჰყავს, რომლის მხარდაჭერა ჩვენს ამომრჩეველსაც კი უჭირს – აცხადებს იგი.
 
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი არ უნდა გახდეს, რადგან ქვეყანას სისხლისღვრა არ ასცდება.
 
თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სავარძელში აღმოჩნდება, 2020 წლისთვის კოალიციური მთავრობა შეიქმნება, სადაც შესაძლებელია, რომ უმრავლესობით „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს. ეს პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ისეთი კანდიდატი ჰყავს, რომლის მხარდაჭერა ჩვენს ამომრჩეველსაც კი უჭირს. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავის წინააღმდეგ იმუშავა და ამ უმადურობას ხალხი არ პატიობთ. ისეთი ადამიანები დაწინაურდნენ, ვინც „ქართულ ოცნებას“ აგინებდა და მოსახლეობას ხელკეტებით დასდევდა“, – განაცხადა ლომიამ.
 
ხელისუფლება არათუ ცდილობს გაემიჯნოს ამ დანაშაულის ნიშნების შემცველ განცხადებებს ,  განაგრძობს საზოგადოების განწყობების ზონდირებას და… ზომბირებას ამგვარი განცხადებებით, რომელთაც თავად აკეთებს ამ ოდიოზური ფიგურების პირით.
ქართული საზოგადოება, ქართველი ამომრჩეველი კი ზომბი არ არის. ეს  არჩევნების პირველი ტურის შედეგებმაც დაადასტურა. ხელისუფლებას კლანჭები დაეცვითა და  ფოფხაძე – ლომიების გოდებისა და ჩუმად წასვლის  დრო ახლოვდება. რაც ეეხება სამოქალაქო ომს, მას   ორი მხარე ჭირდება –   ხელისუფლებას კი ამის თავი და რესურსი არა აქვს.  ,,ენძელათი'' ის ამ ომს ვერ გაწვდება. ,, გაიღვიძე, ბიძია, დეპოში ხარ''.
 
 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...