IRI-ის წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აფასებენ

0
388
 IRI-ის წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო  არჩევნების პირველი ტური შეაფასეს და მეორე ტურში კიდევმეტი აქტიურობისკენ კ მოუწოდეს ამომრჩეველს. 
 
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორი, სტეფან ნიქსი ამბობს, რომ მეორე ტურში აქტიურობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევს პრეზიდენტს.
 
„უკვე ვიცით, რომ ორ კანდიდატს შორის მეორე ტური იქნება, ასე, რომ ძალიან მღელვარე არჩევნები გველის. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უფლება კიდევ ერთხელ მივიდნენ და ხმა მიცენ მომავალ პრეზიდენტს. ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც მათ ამის შანსი მიეცემათ… ძალიან გთხოვთ მიდით უბანზე და გააკეთეთ არჩევანი, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შანსი, იმედი გვაქვს, რომ აქტივობა პირველ ტურზე მაღალი იქნება,“ – განაცხადა სტეფან ნიქსმა.
 
ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს ასევე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჯონ დიპირო. მისი თქმით, მეორე ტურში ამომრჩეველმა თავისუფლად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა შეძლონ არჩევანის დაფიქსირება.
 
„იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში საარჩევნო გარემო იქნება ძალიან კონკურენტული, ღია და გამჭვირვალე ასე, რომ საინტერესო არჩევნები გველოდება. ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ამერიკელებს, როგორც საქართველოს მეგობრებს და მხარდამჭერებს იმედი გვაქვს, რომ ხალხს საკუთარი არჩევანის გამოყენების საშუალება ექნება, ღია გარემოში, სადაც მათ დაბრკოლება არ ექნებათ პოლიტიკური პარტიების მხრიდან,“ – განაცხადა ჯონ დიპირომ.
წინა სტატია“გადაჭარბებული თავდაჯერებულობა,” “არაადეკვატური კომუნიკაცია” – ,,ქართულ ოცნებაში” თავიანთ შეცდომებზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაანდრეი კელინი: რუსეთს სოჭის მახლობლად თავდაცვითი სარტყელის აღმართვა და კოლოსალური რესურსების დახარჯვა მოუწევს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური