არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევად საარჩევნო პროცედურის დროს, ამომრჩევლის მოსყიდვას მიიჩნევენ. სამოქალაქო სექტორი იმედოვნებს, რომ მსგავს ფაქტებზე შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება ადეკვატური იქნება. ძირითად დარღვევებს შორის სახელდება დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, მარკირების პროცედურის დარღვევა, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები. არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ უბნების საარჩევნო გარე პერიმეტრზე კოორდინატორების მობილიზებასა და საარჩევნო შტაბებიდან მოქალაქეებთან დაფიქსირებულ სატელეფონო ზარებზე. საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 400-მდე საჩივარია შესული. „მნიშვნელოვანი დარღვევა უკავშირდება სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვას, ესეთი 6 ფაქტი დავაფიქსირეთ სხვადასხვა რეგიონებში და ვფიქრობთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, ყველაზე პრობლემურ საკითხად, უბნების პერიმეტრზე ე.წ. კოორდინატორების მობილიზებას ასახელებს. არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ირმა პავლიაშვილი. პავლიაშვილი აცხადებს, რომ ისინი საჩივრების განხილვას პროცესს დაელოდებიან. განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ. გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარიმართა. მისი თქმით, თითოეულ დარღვევაზე აუცილებელია შესაბამისი რეაგირება მოხდეს იმისათვის, რომ შემდეგ არჩევნებზე მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.
სიახლეები
სიახლეები
“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...
სიახლეები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...
სიახლეები
ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...
სიახლეები
აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს
ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...