მთავარისიახლეებიპოლიტიკა„უბნების დახურვამდე საათნახევარია დარჩენილი, თუმცა ყველა ამ დრომდე არსებული მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძე...

„უბნების დახურვამდე საათნახევარია დარჩენილი, თუმცა ყველა ამ დრომდე არსებული მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია და ამ გამარჯვებას ბოლომდე დავიცავთ” – ზაალ უდუმაშვილი,

Published on

„უბნების დახურვამდე საათნახევარია დარჩენილი, თუმცა ყველა ამ დრომდე არსებული მონაცემებით გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია და ამ გამარჯვებას ბოლომდე დავიცავთ,“- ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ზალიკო უდუმაშვილმა გააკეთა. 
 
„აგონიაში მყოფი ხელისუფლება შეეცდება, რომ მანიპულაციებით კორექტირება შეიტანოს არჩვენების შედეგებში, თუმცა არ მივცეთ არავის საშუალებას, რომ თქვენი ხმები მოიპაროს ან გააყალბოს,“- აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.
 
ზალიკო უდუმაშვილმა საარჩევნო დარღვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მასობრივად დაიწყო საარჩევნო უბნებზე ხალხის შეშვება მარკირების გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთში გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცათ.
 
„თბილისის 133-ე საშუალო სკოლაში 47-ე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წევრები საუბრობენ ამომრჩევლისთვის გადასაცემი ფულის დათვლაზე, ამის ვიდეომასალა არსებობს. ბოლნისში სოფელ დარბაზში 27-ე საარჩევნო უბანზე პროვოკაციებს აწყობენ, უნდათ უბნის ჩაშლა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უბნიდან გამოაგდეს. ყვარლის მე-19 უბანი, სოფელი გავაზი – იყო მისული ქალაქის მერი, ის ეწეოდა აგიტაციას და ახდენდა ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას,“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.  

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...