მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე მოითხოვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ზაზა სარალიძე

გრიგოლ ვაშაძე მოითხოვს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ზაზა სარალიძე

Published on

გრიგოლ ვაშაძე მივიდა რუსთაველის გამზირზე , სადაც შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციას მართავენ.
 
გაერთიანებულიოპოზიციის  პრეზიდენტობის კანდიდატი მოითხოვს, რომ სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა:
 
.„გაანებეთ თავი ზაზა სარალიძეს, ადამიანი ისედაც  ავად არის  და უკანასკნელი ძალით იბრძვის იმისთვის, რომ სამართალმა მისი  შვილის მკვლელები დასაჯოს,“ 
სანამ სახელმწიფო არ აღიარებს იმას, რომ დათუნა სარალიძის შემთხვევაში ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როცა ნივთიერები მტკიცებულებები გაანადგურა და ხელი დააფარა მკვლელებს, თემირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევაში კიდევ უარესი, მოკლა ჯერ ადამიანი, შემდეგ ნივთიერი მტკიცებები გაანადგურა, შემდეგ მკვლელებს ხელი დააფარა, არ დამთავრდება ეს ამბავი, მაინც მიაღწევენ სამართალს. რატომ გინდათ მაინცდამაინც თქვენს შეცდომებზე ისწავლოთ, როცა შეგიძლიათ, ისწავლოთ სხვის, სხვა ხელისუფლებების შეცდომებზე, არ გვესმის,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე გუშინ დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა სარალიძე დღეს ინგოროყვას კლინიკაში დარჩება.
 
 

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...