მთავარისიახლეებიპოლიტიკაალეკო ელისაშვილი: ნებისმიერი კანდიდატი შემოხაზეთ, სალომე ზურაბიშვილის გარდა, თორემ კიდევ ერთხელ...

ალეკო ელისაშვილი: ნებისმიერი კანდიდატი შემოხაზეთ, სალომე ზურაბიშვილის გარდა, თორემ კიდევ ერთხელ გაიჯეჯილებს ივანიშვილი

Published on

 თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე ხვალ ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს და ნებისმიერი კანდიდატი შემოხაზოს, გარდა სალომე ზურაბიშვილისა.
 
„საქართველო ჩვენგან 15 წუთს მოითხოვს და მეტს არაფერს, რომ მივიდეთ და შემოვხაზოთ. არ შეიძლება არაფრით, იქნება უბრალოდ უსინდისობა ამ ვითარებაში სახლში დარჩენა და მე მოვუწოდებ ნებისმიერ ადამიანს, რომ ყველა შემოხაზეთ, სალომე ზურაბიშვილის გარდა. ნებისმიერი, ვინც გულზე გეხატებათ, ვისი იდეებიც მეტ-ნაკლებად თქვენთან ახლოს არის, ნებისმიერი კანდიდატი შემოხაზეთ, სალომე ზურაბიშვილის გარდა. არ შეიძლება ქართული ოცნების კანდიდატი შემოხაზო, არ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვა, ვინაიდან კიდევ ერთხელ გაიჯეჯილებს ივანიშვილი და კიდევ ერთხელ დაგვცინებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმაში, რასაც ფიქრობს ჩვენზე, რომ ჩვენ ვართ ნახირი, რომელსაც რასაც გინდა, იმას დამართებ და ამის საპირისპიროდ უნდა გავცეთ პასუხი ბიძინა ივანიშვილს და ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...