მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი წუხს, რომ ხელში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი შერჩა: კვირიკაშვილს...

ივანიშვილი წუხს, რომ ხელში მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი შერჩა: კვირიკაშვილს სახე არ ჰქონდა, სამმა ადამიანმა მითხრა ერთ დღეს უარიო

Published on

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, ძალიან ბევრმა ღირსეულმა ადამიანმა საპრეზიდენტო კანდიდატობაზე უარი თქვა. საკითხავი ის არის რას გულისხმობს იგი ღირსებაში, რადგან იქვე განმარტავს, რომ უარი  მნიშვნელოვანწილად აიხსნება სიტუაციით, რომელიც საჯარო  მოხელეთა სასახლეების გარშემო შეიქმნა 
 
„რუსთავი 2“-მა გამოიტანა ამდენი ჩინოვნიკის სასახლეები, არავის არაფერი არ შეეკითხა და მთელი საზოგადოება დაზაფრა, რომ საოცრება ხდება. მეუბნებოდნენ, არ გაბედო და ეგენი არ დაიცვაო. რატომ არ უნდა დავიცვა ვერ გავიგე. სად იკვეთება დანაშაული?
 
„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ როგორმე ხელისუფლება დაანგრიოს, რადგან ეგენი კანონის გზით ვეღარ მობრუნდებიან. სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი ქართული სასამართლოში, არავინ არ მიიღებს კანონიერად მაგათ, აღარც ევროპა, აღარც ამერიკა. რევოლუცია არის ერთადერთი გზა და აქეთ ილტვიან. საზოგადოებამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ თუ ჩინოვნიკებს ასე უსამართლოდ დავადანაშაულებთ, აღარავინ აღარ მივა მთავრობაში.
 
ხელისუფლება აუცილებელი ინსტრუმენტია, რაც სახელმწიფოში უნდა არსებობდეს. არ შეიძლება ჩინოვნიკის დაუსაბუთებლად ცემა და მუდმივად გინება. ეს მხოლოდ ერთს ემსახურება, რომ როგორმე დავაკნინოთ ეს პროცესი და არავის აღარ გაუჩნდეს სურვილი, მივიდეს სახელმწიფოს მართვაში. ამის მაგალითები გვაქვს, რთულია კადრების მოძიება. როცა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა დავასახელე პირველად, ვთქვი და გავჩერდი, მხარი არავის დაუჭერია.
 
კვირიკაშვილმა და სხვებმაც გააგრძელეს კანდიდატურების მოძიება. უამრავმა ღირსეულმა ადამიანმა თქვა უარი, კვირიკაშვილს სახე არ ჰქონდა, სამმა ადამიანმა მითხრა ერთ დღეს უარიო. მიზეზი ამის გახლავთ ის, რომ არავის აღარ უნდა ამ ლაფში შემოსვლა. აბა ნახეთ რას იტანს სალომე ზურაბიშვილი. ასევე გინდათ, რომ წესიერი კაცი აღარ მოვიდეს ხელისუფლებაში?“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
 
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, როცა მან პირველად გააჟღერა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, მხარი არავინ არ დაუჭირა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...