მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბალტონი თბილისში იმყოფება

აშშ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბალტონი თბილისში იმყოფება

Published on

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში  ჯონ ბალტონი  თბილისში იმყოფება.
 
ამ დროისათვის მას უკვე ჰქონდა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, შს  მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
 
,,ჩვენ ვართ და მომავალშიც ვიქნებით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეეერთებული შტატების დღის წესრიგის მთავარი საკითხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ჯონ ბოლტონთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
 
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ზალკალიანმა და ბოლტონმა ისაუბრეს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა იყო.
 
„ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოგეხსენებათ, რომ წარმატებით სრულდება მემორანდუმი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გვაქვს. აუცილებელია, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ნატო-ში აშშ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახლავთ. ძალიან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში, სადაც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან ერთად მნიშვნელოვანი როლი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების დაცვასა და გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვართ და მომავალშიც ვიქნებით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეეერთებული შტატების დღის წესრიგის მთავარი საკითხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.
 
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს უმასპინძლეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. 
 
 
 შსს ცნობით, .მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონალური საფრთხეები და ამ კონტექსტში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
 
„განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეფორმა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ეფექტური მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში, სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნის საკითხიც განიხილეს.
 
ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ქვეყნისთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს დასაყრდენად რჩება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

 
 
დღესვე იგეგმება შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. 11:00 საათზე კი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს, რა დროსაც გაირკვევა, რა გზავნილებით ჩამოვიდა იგი საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...