მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,50 დღეა ცდილობენ, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოთ და ეს დღეს მოახერხეს, მაგრამ...

,,50 დღეა ცდილობენ, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოთ და ეს დღეს მოახერხეს, მაგრამ მისი გაჩერება დაკავებით ან რაიმე ფორმით არ მოხდება” – ზაზა სარალიძის დედა აქციას შეუერთდა

Published on

 ზაზა სარალიძის დაკავებით აქცია არ შეწყდება – აცხადებენ პარლამენტის წინ შეკრებილები. ახლახან პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის დედა მივიდა. მისი თქმით, ის აქციას უერთდება. 

 
მე ასე საჯაროდ არასდროს გამოვსულვარ, მაგრამ ბევრჯერ მითქვამს სოციალურ ქსელში,  რომ ზაზას გაჩერება დაკავებით ან რაიმე ფორმით არ მოხდება. 50 დღეა ცდილობენ სამართალდამცველები, მთავრობა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგოს და ეს დღეს ყველანაირად მოახერხეს.   მე აქციას ვუერთდები.  ჩვენ არ გავჩერდებით, მაგას ჰყავს უკან ოჯახი, ჰყავს საკმაოდ დიდი წრე, ვინც ზაზას მოსაზრებებს იზიარებს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს”, – აღნიშნა მან.
 
ამასთან, მარინა ბეგაძის თქმით, ზაზა სარალიძეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
 
„ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა ისე, რომ მთელი ღამე და მთელი დღე პარლამენტთან 24-საათიანი მორიგეობა ჩაეტარებინა, ამიტომ მოდიოდა სახლში, 2-3 საათი ისვენებდა და მერე უკან ბრუნდებოდა. მეც სულ აქ ვიქნები, მის ნაცვლად პარლამენტთან მე ვივლი”, – აღნიშნა მან.
 
,,საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა..ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს მირ გავრცელებულ განცხადებაში.
 
სულ სხვას ამბობენ ინცინდენტის თვითმხილველები:   მთლიანად დადგმული პროვოკაცია იყო. ჯერ ზაზას გაუხეთქა შუბლი პოლიციელმა მაგ ჯოხით და შემდეგ აფექტის მდგომარეობაში უკვე ზაზამ მოუქნია. თან ცოლშვილი აგინეს. აშკარა პროვოკაცია იყო. – აცხადებს აქციის მონაწილე დავით ნებიერიძე.
 

სიახლეები

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი- ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა...

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...