,,როგორ უნდა მოხდეს ოლიგარქების ნეიტრალიზაცია? – მიხეილ სააკაშვილმა იენის უნივერსიტეტში დასავლეთის ამ აქტუალურ პრობლემაზე ისაუბრა

0
406
 
22 ოქტომბერს  პრეზიდენტიმა მიხეილ სააკაშვილმა   გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში, წაიკითხა  ლექცია თემაზე ,,როგორ უნდა მოხდეს ოლიგარქების ნეიტრალიზაცია. ''  
 
,,ევროპა პროგრესისა და წარუმატებლობების მიჯნაზე. ოლიგარქები თანამედროვე ეპოქაში?'' –  ასეთი იყო      ყველაზე  აქტუალური  კითხვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი რანდენიმე საათის მანძილზე  პასუხობდა   და ოლიგარქებთის განეიტრალებისთვის  ბრძოლასთან დაკავშირებულ თავის კონცეფციას   აცნობდა.
 
 
ინტერესი ამ სეხვედრის მიმართ ისე დიდი აღმოჩნდა, რომ უნივერიტეტის ვრცელმა  სააქტო დარბაზმა  ყველა მსურველი ვერ დაიტია, ახალგაზრდების ნაწილი ფეხზე იდგა, ნაწილი კიბეებზე და იატაკზე იჯდა. 
 
მიხეილ სააკაშვილს უამრავი კითხვა დაუსვეს და ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. როგორც შეხვედრის დასაწყისში  შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ,  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს,  როგორც დასავლეთის ქვეყნებში თავისი რეფორმატორული აზროვნებითა და პრაქტიკული გამოცდილებით ცნობილ პერსონას,  ბევრი რამ აქვს სათქმელი   და გასაზიარებელი ამ თემაზე და მისი მიწვევაც ამან განაპირობა. 
 
 
ლექციას  ესწრებოდნენ  იენის, ტუპინგენისა და გერმანიის სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, საერთაშორისო სამართლის  მომავალი სპეციალისტების საერთაშორისო  ასოციაციების წარმომადგენლები . 
 
 
 
 
 
 
 
წინა სტატია,,როგორ უნდა მოხდეს ოლიგარქების ნეიტრალიზაცია? ”- მიხეილ სააკაშვილმა იენის უნივერსიტეტში დასავლეთის ამ აქტუალურ პრობლემაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიანოემბრის შუა რიცხვებისთვის ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. არ არის გამორიცხული გაიზარდოს ტარიფი დენსა და გაზზეც
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური