მთავარისიახლეებიპოლიტიკამერიის ადმინისტრაციის უფროსი სამოქალაქო აქტივისტს თავზე ნაგვის ურნას ამხობს, ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას...

მერიის ადმინისტრაციის უფროსი სამოქალაქო აქტივისტს თავზე ნაგვის ურნას ამხობს, ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას კი გიგა მაქარაშვილს უტარებენ

Published on

სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს მთავარ პროკურატურაში ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა.
 
უწყების განმარტებით, ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი მაქარაშვილის ჩვენება გახდა, რომლის მიხედვითაც გორის აქციის შემდეგ, მომხდარი ინციდენტისას ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით, მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა.
 
სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დადგინდება, შესაძლებელია თუ არა მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს.
 
მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” გორში გამართულ აქციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებისთვის გორის მერის გადადგომას, ხოლო თბილისში – გიგა მაქარაშვილისთვის ნაგვის ურნის თავზე დამხობისთვის, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსის  დასჯას ითხოვდა.
 
"შეიძლება არკვევდნენ ისინი რამდენად მივიღე ტრავმა და რამდენად დასტრესილი ვარ, ანუ რამდენად შეიძლება ჩემი დაზარალებულად ცნობა. იმედია პროკურატურა შეეცდება ძალიან მალე გამოიკვლიოს ეს საქმე"-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.
 

 კითხვაც კი არ დაისმის, ჩაუტარდება თუ არა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მას, ვინც სამოქალაქო აქტივისტს თავზე ურნა დაამხო, რაც შეეხება მის დამკვეთს – ხელისუფლებას,  დიაგნოზი დიდი ხნია დასმულია…სხვა საქმეა, მოხდება თუ არა მისი იზოლირება ქვეყნის მმართველობიდან 

  
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესასვლელთან  სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს . მათ გორის მერისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა და გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომა მოითხოვეს.
 
პასუხად გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გიგა მაქარაშვილს თავზე ჩამოამხო ურნა, რომელშიც ახალგაზრდები  აგროვებდნენ  პერფომანსის ფარგლებში მერიის შესასვლელთან დააყრილ მარცვლეულს და ნაკელს.
 
 

 

 
 
 
 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...