მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: საქართველო საკადრის პასუხს გასცემს ივანიშვილის მიერ მოქალაქეების დაცინვას

გრიგოლ ვაშაძე: საქართველო საკადრის პასუხს გასცემს ივანიშვილის მიერ მოქალაქეების დაცინვას

Published on

,,იმის მაგივრად რომ ბოდიში მოეხადა იმ უტიფარი და თავხედი დაპირების გამო, რომელშიც ამ ქვეყანას, საზოგადოებას, ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს დააკარგვინა ექვსი წელიწადი, დაგვასვა თავზე კრიმინალური შეირაღებული ბანდები რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ლარის დევალვაციის გამო შეამცირეს თითქმის 1.3.  ეს პიროვნება კიდევ ბედავდა გუშინ და გვეუბნებოდა, რომ თუ თქვენ გათიშავთ თავისუფალ მედიას "რუსთავი 2"-ს აღმოაჩენთ, რომ თქვენ ცხოვრობთ გასაოცარი დემოკრატიას და აყვავებული ეკონომიკის პირობებშიო,“- გაერთიანებული ოპოზიციის, "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე  ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.
 
 ივანიშვილს საკუთარი ინტერვიუ ბოდიშით უნდა დაეწყო  – ამბობს გრიგოლ ვაშაძე – „შოკისმომგვრელი იყო, როგორ იცავდა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ვისი უძრავი ქონებაც გვაჩვენა "რუსთავი 2"-მა.''  
 
ივანიშვილმა დაადასტურა ყველა იმ ფარული ჩანაწერის ავთენტურობა, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა და ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობას ადასტურებს.„მან მიუძღვნა სწორედ ფარცხალაძის დაცვას შეგვატყობინა, რომ ადამიანი არაფერშია დამნაშავე და არავითარი გამოძიება არ არის საჭირო და ის, რომ ფარცხალაძე "ქართული ოცნების" უფრთო ანგელოზია“-ამბობს ვაშაძე.
 
ვაშაძის თქმით, გარდა ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურებისა, ივანისვილმა  ისიც დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით სრულად იზიარებს.   
„ბატონი ივანიშვილი სრულად უჭერს მხარს თავის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ომი 2008 წელს დაიწყო საქართველომ და მან დაბომბა საკუთარი მოსახლეობა,“-ამბობს იგი.
 
მისი თქმით, საქართველო საკადრის პასუხს გასცემს ივანიშვილის მიერ მოქალაქეების დაცინვას.
 
„ეს მართლა აღარ არის საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის ღირსების არჩევნები, ეს არჩევნები ნათლად აჩვენებს ჩვენ ვიმსახურებთ თუ არა ამ სახელმწიფოს და ქართველებს სახელმწიფო აღარ გვაქვს თუ ამ სახელმწიფოსაც ივანიშვილს და ფარცხალაძეს ვაჩუქებთ არაფერი დაგვრჩება,“-ამბობს ვაშაძე.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...