მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია: ,, ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და...

ეკა ბესელია: ,, ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა”

Published on

ეს იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას ნათლად დაანახა სიმართლე და სიცრუე, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
 
დეპუტატის თქმით, მისთვის მთავარი იყო ის აქცენტები, რომელიც სამომავლო სამოქმედო გეგმას ეხება და გუნდში გარკვეული პიროვნებების უფრო წამოწევას და თვითრეალიზებას გულისხმობს.
 
„ვფიქრობ, რომ ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას დაანახა სიმართლე და სიცრუე, აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა. ამ რეალობაში საჭიროა ძალიან კრიტიკული და სწორი ანალიზი. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და გაბედულად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა სჭირდება დღეს საზოგადოებას და როგორი არ უნდა იყოს დღეს მედია. დღეს საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მაკონტროლებელი; ეს სჭირდება ხელისუფლებასაც, თუმცა არავის არ სჭირდება სიცრუე და წარსულში არსებული ძალიან უმსგავსო მეთოდების გამოყენება, რაც ჩვენ დავასრულეთ 2012 წელს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავლის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ვგულისხომობ იმას, რომ საჭიროა ქვეყანაში ინსტიტუტების და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერება, საჭიროა იყოს წესრიგი და ეს უნდა იგრძნობოდეს სწორედ ვერტიკალში და მმართველ გუნდში. საჭიროა იმ ადამიანების წინ წამოწევა, დაფასება და მათი შესაძლებლობების რეალიზება, ვინც მოიტანა 2012 წლის გამარჯვება. ამ გამარჯვების მთავარი შინაარსი იყო იმ იდეალებისთვის ბრძოლა, რასაც ეწირებოდა ძალიან ბევრი ადამიანი. ბევრი ადამიანი დარჩა გულნატკენი და სწორედ მათ სჭირდებათ დღეს მაქსიმალური რეალიზება და არეალი, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ამიტომ, მე განსაკუთრებით მივესალმები ამ გზავნილს, რაც გააკეთა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ ეს არის ის, რასაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...