მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დღეს რომ გამორთო "რუსთავი 2" ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ...

“დღეს რომ გამორთო “რუსთავი 2” ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ- ბიძინა ივანიშვილი

Published on

ბიძინა ივანიშვილი რუსთავი ორს ემუქრება! 2 საათნახევრიანი ტელეინტერვიუს დროს სამაუწყებლო კომპანია "ქართული ოცნების" ლიდერის მხრიდან თავდასხმის ობიექტი 65-ჯერ გახდა. ყოფილმა პრემიერმა პირდაპირ ახსენა, რომ რუსთავი ორის გამორთვის შემთხვევაში "ქვეყანაში მეტი აღმშენებლობა მოხდება". ოლიგარქმა და "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ ისიც ახსენა რომ სპეციალური PR ჯგუფი უკვე მუშაობს, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალების ეთერში გასული ინფორმაცია გაანეიტრალოს.
 
"დღეს რომ გამორთო "რუსთავი 2" ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ. განსხვავებული აზრი არ არის ტელევიზიაში, დახურული აქვთ განსხვავებული აზრი. ამდენი სახლები გამოიტანეს, ამდენ ჩანაწერებს აკეთებენ, მაგრამ განსხვავებული აზრის საშუალება ამ ტელევიზიაში არ იქმნება. ჩვენ გვაქვს პიარ ჯგუფთან ერთად, რომელიც პარტიაში ჩამოვაყალიბეთ,  მთელი პროგრამა რომ მაქსიმალურად მოვახერხებთ თუ თვითონაც გამოგვყვებიან, თუმცა დიდი ილუზია ამის არ გაგვაჩნია, რომ რუსთავი 2-ში განსხვავებული აზრი შევიდეს და არა ეს სიცრუე. თუ ამაზე არ წამოვლენ ჩვენ ამ მეთოდიკას საზოგადოებას ვაჩვენებთ. ჩემი მუქარა მხოლოდ იმაში შედგებოდა, რომ ჩვენ ინდიკატორებით საზოგადოებას ვაჩვენებთ როგორ ცრუობენ ესენი. თუ ამას ვერ მოახერხებენ, ასეთ შემთხვევაში მას სახელს შევარქმევთ,"-აცხადებს ივანიშვილი.
 
TV პირველის ჟურნალისტის, დიანა ტრაპაიძის რეპლიკაზე, რომ ივანიშვილის საუბრიდან გამომდინარე, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ იქ "რუსთავი 2"-0ზე სასაუბროდ იმყოფებოდა და ქვეყანაში ეს ტელეკომპანიაა ერთადერთი პრობლემა, ივანიშვილმა უპასუხა:
 
"ერთ-ერთი პრობლემაა "რუსთავი 2" და არის პრობლემა." 

სიახლეები

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია

ქეთა ციცქიშვილი თავისუფალია - ჟურნალისტმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. "ფორმულას" ჟურნალიტს საპატიმროსთან...

ზვიად ცეცხლაძემ მამამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო – “დაფიონი”

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო - ამის...

ყოფილი პრემიერმინისტრის სანახაობრივი დაცემა, რომელსაც ბინაში $6.5 მლნ-ის ქონას ედავებიან-BBC

ბრიტანული გამოცემა BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს - "საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის...

ზვიად კვარაცხელიას სასამართლომ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარი რედაქტორი, ზვიად კვარაცხელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3-დღიან...