მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი: ,,მიხეილ სააკაშვილს დიდი გეგმები აქვს საქართველოსთვის''

სანდრა რულოვსი: ,,მიხეილ სააკაშვილს დიდი გეგმები აქვს საქართველოსთვის” [Video]

Published on

„ ჩვენ ღირსეული კანდიდატი გვყავს გრიგოლ ვაშაძის სახით და საუკეთესო კანდიდატი პირველ ლედობაზე ქალბატონი ნინო ანანიაშვილის სახით,“ – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა, სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
 
სანდრა რულოვსმა ოპოზიციის გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
სანდრა რულოვსის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნისთვის, რადგან გადაწყდება, იქნება თუ არა საქართველო პროევროპული.
 
სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი გეგმები აქვს საქართველოსთვის.
 
„ქვეყანა არის ჩიხში შესული, აღარაფრის იმედი აღარ გვაქვს, საზღვრებს არავინ არ გვიცავს, სიდუხჭირისგან არავინ არ გვიცავს, ჩვენ მარტო ვართ, როცა არის რაიმე კატასტროფა, უბედურება, მკვლელობა… ეს არის განუკითხაობა და მეკითხებიან ხოლმე, მიშა სად არის, მიშა როდის ჩამოვა, მეთქი, მიშა ნამდვილად ჩამოსვლის ხასიათზეა. მე ძალიან მინდა და მას არანაკლებად, რომ ჩვენ 25 წლის ქორწილი გვაქვს 17 ნოემბერს და გვინდა, რომ აქ აღვნიშნოთ ზუგდიდში, თქვენთან ერთად,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.
 
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...