მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის კარზე დიდი გარჩევებია. ,, რუსთავი ორი '' შაბათის ,,კურიერში''...

ივანიშვილის კარზე დიდი გარჩევებია. ,, რუსთავი ორი ” შაბათის ,,კურიერში” კიდევ ორი ახალი მამხილებელი დოკუმენტის გავრცელებას აანონსებს

Published on

,, რუსთავი ორი'' დღეს '' შაბათის ,,კურიერში'' კიდევ ორი ახალი მამხილებელი დოკუმენტის გავრცელებას აანონსებს.
 
ეს არის პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის და ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული მირზა სუბელიანისა და პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის მორიგი სკანდალურ აუდიოჩანაწერი და „ოცნების“ შიდა მიმოწერა  ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უმრავლესობის ჩატში, კერძოდ მაყურებელი მოისმენს რა  მითითებები გაიცემოდა სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
 
როგორც გადაცემის ანონსშია ნათქვამი,სუბელიანი საუბრობს იმაზე, რომ  ივანიშვილი შეშფოთებულია და მის  კარზე დიდი გარჩევები იყო.
 
,,როგორ დათმე შენი მარჯვენა ხელიო, პირდაპირ უთქვამს. პარტიაში გარჩევები იყო ჩემს თემასთან დაკავშირებით და კახის (კახიშვილზეა საუბარი – ,,ოდიში ნიუსი'')  დაუჭერია პოზიცია , ხომ არ გამოყ…დითო.'' 
 
 
რაც შეეეხება ჩატში მიმოწერას, არჩილ თალაკვაძე  გასცემს  შემდეგი შინაარსის რეკომენდაციას: 
 
,,მეგობრებო, შეუთანხმებლად ნურანაირ საპარლამენტო კომისიაზენუ შექმნით მოლოდინებს. ჩანაწერებით ეს ქვეყანა დასაზოგადოება ვერ იცხოვრებს- ეს არის საზიზღრობა და ნაცების ცხოვრების სტილი. ხალხს გული ერევა ჩანაწერების გაგონებაზე, უთხარით მკაფიოდ და დამაჯერებლად, რომ სახელმწიფო მუშაობს, მშვიდობაა. არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად და იქნება წინსვლა და განვითარება. ''
 
მკაფიოდ თქმა ყველაფრისა შეიძლება, აი, დაიჯერებს თუ არა ხალხი, რომ ,,სახლმწიფო მუშაობს და  იქნება წინსვლა და განვითარება'' , სხვა საქმეა.
 
დაველოდოთ ,,შაბათის კურიერს'' 
 
 

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩთან მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრისას აღინიშნა, რომ გაერთიანებული...

ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს...

განვიცდი წამებას, იატაკზე მძინავს – ნანა სანდერი

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნანა სანდერი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი ინფორმაციით,...