მთავარისიახლეებიკონფლიქტებივლადიმიროვკა, კაციკიტი... ყველაფერი, ვარჩის ეკლესიის გარდა, ყველაფერი, ქართულის გარდა...

ვლადიმიროვკა, კაციკიტი… ყველაფერი, ვარჩის ეკლესიის გარდა, ყველაფერი, ქართულის გარდა…

Published on

აფხაზური მედიის ცნობით, დასრულდა გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში არსებული მე – 19 საუკუნის ტაძრის  რეკონსტრუქცია. რამდენიმე დღის წინ შედგა მისი კურთხევა.

როგორც ,, აფსნი პრესი'' წერს,    ნგრევის პერიოდი დასრულდა და უკვე  შენების დროა.

ამავე გამოცემის ცნობით, ეკლესია 1992-1993 წლების ომის დროს დაზიანდა,  საუბარი მის აღდგენაზე დაიწყო 2010 წლიდან, როცა  მოლდოვიდან აფხაზეთში 77 წლის ბერი ირაკლი ჩამოვიდა . ,,აქ ძალიან მძიმე სურათი დამხვდა – აქაურობის ასე მიტოვება არ შეიძლებოდა, ამიტომ მივმართე დახმარების თხოვნით  ბიჭვინთის ეპარქიის მეთაურს ვისარიონ აპლისა და ხალხს. '' აცხადებს იგი. 

ბერი ირაკლის თქმიტთ ტაძრის აღდგენა ოთხი წლის მანძილზე მიმდინარეობდა,  დრო შემოწირულობებზე იყო დამოკიდებული – სახსრები ეკლესიის აღსადგენად მოსახლეობამ და შემომწირველებმა გაიღეს. ხატები მოსკოვის სამხატვრო სახელოსნოში დაიწერა.

კურთხევის ცერემონიალში სოფლის მოსახლეობასთან ერთად აფხაზეთის ყველა კუთხიდან ჩამოსულმა მორწმუნეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ აფხაზეთში ქართული კვალის წაშლის მცდელობა გრძელდება. ვლადიმიროვკა, კაციკიტი…  ყველაფერი,  ვარჩის ეკლესიის გარდა, ყველაფერი, ქართულის გარდა… მეცხრამეტე საუკუნის სამლოცველო, რა თქმა უნდა, ისე მნიშვნელოვანი  კულტურული ძეგლი არ არის, როგორც იქვე ახლოს მდებარე დრანდის ტაძარი, მაგრამ ძეგლის რეკონსტრუქცია მისი პირვანდელი სახის აღდგენას ნიშნავს და არა იმას, რასაც აფხაზურ-რუსულმა რეკონსტრუქცია. მაფრთალია, ხახვისთავიანი გუმბათი მეცხრამეტე აუკუნიდან შემოგვაპარეს ქარტლ სოფელსი, მაგრამ დღეს საქმე განასრულეს ; , თეთრ-ვარდისფრად შელესილი გარე და შიდა  კედლები, მეტლახის იატაკი და რუსული ხატები…  ყველაფერია ვარჩის ეკლესიის გარდა… თუმცა არც მრევლია ის, რაც იყო… მრევლი გამოდევნილია 

 

 

 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...