მთავარისიახლეებიპოლიტიკაშს მინისტრი, რომელმაც არ იცის ის, რაც ყველამ იცის, და იცის...

შს მინისტრი, რომელმაც არ იცის ის, რაც ყველამ იცის, და იცის მხოლოდ ის, რაც აწყობს იცოდეს

Published on

დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების შეფასებისას განაცხადა.
 
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მან არ იცის, რომელ ჩანაწერზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ყველა ის გეგმა, რითაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია იგეგმებოდა.
 
„წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ, რა ჩანაწერებზე საუბრობს ბატონი ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს. დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. ეს ყველაფერი ვიცით, მათ შორის მიყურადების შედეგად.
 
მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო,“ -განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

ჟენევაში აშშ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრამდე ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

25 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს,...

ფული, ძვირადღირებული ოქროს სამკაულები, 12 მაჯის საათი – ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, პოლიციამ ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 19...

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...