მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის განცხადებები თურქეთშიც ყურადღების ცენტრში მოექცა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები თურქეთშიც ყურადღების ცენტრში მოექცა

Published on

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები თურქეთშიც ყურადღების ცენტრში მოექცა. ერთ-ერთ თურქულ საიტზე გამოქვეყნდა პოლიტოლოგის სტატია, სადაც ის წერს, თუ რატომ დაადანაშაულეს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზურაბიშვილი ქსენოფობიაში. საუბარია ოქტომბრის დასაწყისში სამცხე-ჯავახეთში ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრაზე, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატმა თქვა, რომ წინა პრეზიდენტმა მოქალაქეობა ბევრ თურქს მისცა, მათ კი არა. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევდა, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება შუღლის გაღვივებას უწყობდა ხელს, რაც ქსენოფობიური და ანტისახელმწიფოებრივი იყო. თურქი პოლიტოლოგი კი ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი სეპარატისტების დაკვეთას ასრულებს.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...