მთავარისიახლეებიპოლიტიკასუს-ი და შსს გაუქმდება - გაერთიანებულმა ოპოზიციამ სამართალდამცავი ორგანოების ახალი მოდელი წარადგინა

სუს-ი და შსს გაუქმდება – გაერთიანებულმა ოპოზიციამ სამართალდამცავი ორგანოების ახალი მოდელი წარადგინა

Published on

გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია", სამართალდამცავი ორგანოების სრულიად ახალი მოდელი მოამზადა.ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ აირჩიეს და გააერთიანეს ყველაზე წარმატებული კომპონენტები სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, რის შედეგადაც შეიმუშავეს მოდელი, რომელიც ჯერ არცერთ ქვეყანაში არ არის რეალიზებული.საუბარია შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებაზე. ასევე პროკურატურისთვის საგამოძიებო ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ მთავარი ფუნქცია უნდა დაეკისროს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომლის შექმნაც ასევე ამ მოდელის განხორციელების შემთხვევაში იგეგემება.„ჩვენ ფორმულაში სუს-ი უქმდება შს სამინისტრო უქმდება პროკურატურას ერთმევა საგამოძიებო უფლებამოსილება იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, დამოუკიდებელი საგამოძიებო ბიურო და რაც მთავარია ხელმძღვანელებს საერთაშორისო ექსპერტთა კომისია აარჩევს და წარუდგენს დასამტკიცებლად ორ ან სამ კანდიდატს,“-აცხადებს გიორგი ვაშაძე.
გაერთიანებული ოპოზიცია ინიციატივას დღეს ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნობს.

სიახლეები

შსს-მ ირანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით აეროპორტში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით...

უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს...

პროტესტის ახალი ტალღა განათლების რეფორმის წინააღმდეგ

“ხელისუფლება საუნივერსიტეტო სწავლებას ანგრევს“ - “ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ, პროტესტის ახალი ტალღა იწყება. აკადემიურ...

პაპუაშვილი- NGO კულტურა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა

ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომლებიც მათივე შექმნილი...