ხელოვანები ძველ სიზმრებზე და დღევანდელ კოშმარზე

0
385

ხელოვანები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ  ჩანაწერს ეხმაურებიან. 

ისინი   ღიად აკრიტიკებენ ხელისუფლებას და  მის პასუხისმგებლობაზე და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ მათგან ბევრი ადრე ,,ქართული ოცნების'' აქტიური მხარდამჭერი იყო,  თუმცა  ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა, რომ  მათი პროტესტი გამოიწვია.  

მომღერალი ირმა სოხაძე: „ცუდ სიზმარში მგონია თავი, კოშმარში და მაქვს დიდი იმედგაცრუება"- ამბობს მუსიკოსი ირმა სოხაძე და დასძენს, რომ ის გაწბილებულია. „2012 წელს კი არა, 2015 და 2016 წლებშიც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ დღეს ასეთი გაწბილება და იმედგაცრუება მექნებოდა“

მსახიობ ასმათ ტყაბლაძისთვის   ორი ახალგაზრდას მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა არის მთავარი პროტესტის თემა . მისი თქმით, ბოლოს განვითარებული მოვლენები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან.

საოპერო მომღერალი თამარ ივერი: „პრაქტიკულად ბირჟავიკები არიან თანამდებობაზე“- . მისი თქმით, მისთვის როგორც მოქალაქისთვის, წარმოუდგენელია რომ მირზა სუბელიანი და სხვა მასთან მოსაუბრე პირები წყვეტენ ქვეყნის ბედს. „ეს ადამიანი (ზაზა სარალიძე) ყოველდღე დგას იმ ადგილას, ფეხი არ მოუცვლია რა ქარცეცხლი არ გამოიარა და მაინც ვერ აღწევს სამართალს. თურმე ეს სამართალი ვიღაცის ჯიბეშია. მე ამ პარტიას 2012 წელს მივეცი ხმა, მე მჯეროდა ოპტიმისტი ვარ და სადღაც კიდევ არ მინდა დავიჯერო,“ -ამბობს იგი  

 
 
მომღერალი თამარ ჭოხონელიძე: ,„ბევრი კითხვის ნიშანი გვიჩნდება, ბევრი პროტესტი გვაქვს უკვე, ისეთ ადამიანებს, ვინც მათ მაქსიმალურად გვერდში ვედექით დაშეიძლება ჩვენი წილი თითო ადამიანი მოყვანილიც გვყავს. არ შეიძლება საზოგადოების მოტყუება, ასე, რომ მე ველოდები მათ ქმედებას,“-
 
 
მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი: უკანონო ბანდფორმირებები, ადამიანების გატაცება და წამება, მოწმეებზე ზეწოლა სასურველი ჩვენებების მისაღებად, არაფორმალური მმართველობა, ტერორი ხელისუფლების დაკვეთით და ტოტალური კორუფცია – ფაქტები, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი, რუსუდან ფეტვიაშვილს 37 წლის რეპრესიების ასოციაციას უჩენს. „ეს არის ყოვლად დაუშვებელი და არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ბავშვებს, მოზარდებს. ეს არჩევნებთანაც არის კავშირში, ქვეყანა უნდა ჩაიგდოს ისეთმა ადამიანებმა ხელში, რომელთაც მისი ბედი აღელვებთ,“-ამბობს ფეტვიაშვილი. მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ არსებული ხელისუფლება და მათი მხარდაჭერილი კანდიდატი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას. ფეტვიაშვილის თქმით, ის მხარს არ დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს და ღიად აფიქსირებს „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერას.
 
 
მწერალი მამუკა ხერხეულიძე: „კადრებმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და თითქოს გასაკვირიც აღარ უნდა ყოფილიყო წინა ჩანაწერების შემდეგ, რაიმე სახის ასეთი მასალა, მიუხედავად ამისა, ეს იყო უმძიმესი მოსასმენი,“-ასეთია მამუკა ხერხეულიძის შეფასება გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით. მწერალის თქმით სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილი და არის მხოლოდ ბანდფორმირებები. მისივე თქმით იმის ფონზე, როდესაც მაფიოზმა ივანიშვილმა წარადგინა კანდიდატად რუსეთის რჩეული ადამიანი, ქვეყანას მართავს აბსოლუტურად არაადამიანური სისტემა. მამუკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ გამოსავალი არჩევნებია და მოსახლეობამ 28 ოქტომბერს უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.
 
 
 
 

 
წინა სტატია“ამას რომ დაიწყებს ხელისუფლება უკვე დამთავრებული ხართ თქვენ მართლა “კაკებეს” შნირებო”- ზუგდიდში გრიგოლ ვაშაძის პლაკატები დააზიანეს
შემდეგი სტატიახელისუფლება აქცენტების გადაადგილებას ცდილობს, მისთვის მთავარია მეორეხარისხოვანი – როგორ გაკეთდა სკანდალური ჩანაწერები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური