ვანო მერაბიშვილი: ხელისუფლებას ძალიან ეშინია სერიოზული პოლიტიკოსების, რომელთაც აქვთ გამოცდილება.

0
379

 
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში  საუბრობს ხელისუფლების  შიშებზე საპტიმროდან მისი განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.
 
მისი თქმით, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ის ციხეში იჯდეს.
 
„ხელისუფლება დაინტერესებულია იმი,თ რომ ციხეში ვიჯდე. მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მთელი ხელისუფლება ეს არის პრაქტიკულად ერთი ადამიანი. მთელი ხელისუფლება სწორედ ერთ ადამიანს ემსახურება. თუმცა მე არ მინდა თავი ვინმეს პირად პატიმრად ჩავთვალო. მე ასე დაბალ დონედ არ მიმაჩნია თავი“. ის რომ მე სამარტოო საკანში ვიხდი სასჯელს, არის ჩვეულებრივი ანგარიშსწორება. მათ ძალიან ეშინიათ სერიოზული პოლიტიკოსების, რომელთაც აქვთ გამოცდილება. დღევანდელი ხელისუფლების მიზანი რა არის, რომ ვისგანაც საფრთხეს ხედავენ, ის იყოს გაძევებული ქვეყნიდან და იზოლირებული. ყველაზე დიდი საფრთხე იმ ადამიანებისგან მოდის, ვისაც აქვს დიდი გამოცდილება.„
 
ვანო მერაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის სასჯელს სამარტოო საკანში იხდის. მისივე შეფასებით, ეს არის ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ ანგარიშსწორება.
 
 მათ მშვენივრად იციან, რა საფრთხე შეიძლება იყოს ჩემი გარეთ ყოფნა და არაიზოლირებულად ყოფნა. მათ მოახერხეს ჩემი სრული იზოლირება. ეს არის სიგნალი სხვებისთვის რომ ვინც ჭკვიანად არ მოიქცევა, ასე მოექცევიან. მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს დეპრესიაში“, -განაცხადა ვანო მერაბიშვილმა
 
ვანო მერაბიშვილი აფასებს  პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციასაც. 
 
 „მე როგორც ვიცი, ფორმალურად პრეზიდენტს რომ სურვილი ჰქონოდა შეწყალების, ამის პრობლემა არ ჰქონდა. მე ვერ წარმომიდგენია და არც ვთვლი, რომ ვიღაც ადამიანები უნდა დავაყენო ასეთი დარტყმის ქვეშ. მშვენივრად იცის მარგველაშვილმა, რომ ჩემი გათავისუფლება მისთვის ძალიან სარისკოა. საერთოდ მე არ მიყვარს ადამიანების დაყენება დარტყმის ქვეშ ჩემს გამო“, -განაცხადა მერაბიშვილმა.
 
კითხვაზე, რატომ არ დატოვა ქვეყანა, როცა დააპატიმრების საფრთხე აშკარა იყო, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ჰქონდა, თუმცა ის არსად წასვლას არ აპირებდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
 
„მე მშვენივრად ვიცოდი, ადამიანები ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად დაჰყავდათ. როგორც ეს ხელისუფლება იქცეოდა, აშკარა იყო, რომ არანაირ სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტი იყო. მე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიმართლეში მაგრამ მთავარი მაინც იყო პრინციპი. ეს ჩემი თავისთვის და ჩემი სიამაყისთვის გავაკეთე. ამავე დროს მე არ მინდოდა რომ ჩემს გამო ჩემი მეგობრები უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოქცეულიყვნენ“, -განაცხადა ვანო მერაბიშვილმა..მე არ მინდა თავი ვინმეს პირად პატიმრად ჩავთვალო, ასე დაბალ დონედ არ მიმაჩნია თავი.-  განაცხადა. ვანო მერაბიშვილმა

წინა სტატიასააპელაციო საბჭო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმესთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაროცა ნიჭიერსა და ,,ურჩ” პოეტს სამშობლოში არ დაედგომება…
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური