მთავარისიახლეებისაზოგადოებასააპელაციო საბჭო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმესთან დაკავშირებით

სააპელაციო საბჭო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმესთან დაკავშირებით

Published on

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი. 
 
სავარაუდოდ დღეს გაირკვევა შეცვლის თუ არა სააპელაციო საბჭო, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
 
ადვოკატები იმედოვნებენ, რომ დავალიანების დაფარვიდან გამომდინარე სააპელაციო საბჭო მათ საჩივარს გაიზიარებს და საკითხს ხელახლა განსახილველად ავტორიზაციის საბჭოში დააბრუნოს.
 
ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი სტუდენტების მიღება 1 წლით შეუზღუდა. მიზეზად სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დასახელდა.
 
იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის მოთხოვნა საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით  არ დაკმაყოფილდება, იურისტები გადაწყვეტილების გასაჩივრებას საქალაქო სასამართლოში გეგმავენ.
 
„სააპელაციო საბჭოს აქვს უფლებამოსილება იმსჯელოს რამდენად კანონიერი იყო, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება. მართალია მას არ აქვს უფლებამოსილება შეცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ მას შეუძლია აღნიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო.
 
რაც შეეხება ჩვენს სამართლებრივ საფუძველს და მოლოდინს, მივიჩნევთ, რომ აუცილებლად უნდა იყოს სააპელაციო საჩივრის პოზიცია გაზიარებული,“-განაცხადა ადვოკატმა შორენა დევაძემ.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...