მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ან შენ აშენებ შენს სახლებს, შენს ვილებს, ან შენ აშენებ...

მიხეილ სააკაშვილი: ან შენ აშენებ შენს სახლებს, შენს ვილებს, ან შენ აშენებ ქვეყანას – აქ შუალედი არ არსებობს!

Published on

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ვილების თემას''    ეხმაურება და აქცენტს აკეთებს მორალურ და მოქალაქეობრივ პრინციპებზე, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებს არ გააჩნია.
 
,,ის ხალხი ვინც იძახის – ოო, ყველა მთავრობა იპარავს, ყველა მთავრობის დროს იგივე ხდებოდა- მეცოდებით. 
რას ჰქვია, ყველა მთავრობა იპარავდა! 
და როგორ მოხდა ისე, რომ ჩემი მთავრობის წევრები ზოგი მძღოლად მუშაობს ამერიკაში, ზოგი მშენებლობაზე მუშაობს.. ზოგი ძლივს ირჩენს თავს?!…
როგორ მოხდა, რომ მე არაფერი არ დამრჩა და არაფერი გამაჩნია? 
თქვენ ვერ აკავშირებთ ერთმანეთთან ამბებს- ჩემს დროს საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა მინიმუმ ათჯერ, ალბათ, გგონიათ რომ სულელები ვართ, რომ ყველაფერი მიგვქონდა ბიუჯეტში…
თქვენ გგონიათ ციდან ჩამოვარდა ეს აშენებული ქალაქები, გზები, ინფრასტრუქტურა და შემთხვევითია, რომ ახლა აღარაფერი კეთდება? 
იმიტომ რომ –
ან ,შენ აშენებ შენს სახლებს, შენს ვილებს, ან შენ აშენებ ქვეყანას- აქ შუალედი არ არსებობს!'' ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი და იქვე დასძენს: 
 
,,გოგი თათუხაშვილი არის ძალიან ღირსეული საქართველოს გენერალი,რომელსაც ვილა არ აუშენებია და არც ფული მოუპარავს.სტასბურგში რომ წავიდა,პირველი რამდენიმე თვე უსახლკაროდ იყო და ხშირად ხიდის ქვეშ ათევდა ღამეს.მან სამშობლოს გაუზარდა ორი მეომარი,მათთან ერთად იბრძოდა ომში.მთელი ეს დრო,ის ამბობდა,რომ მისი შვილი შალვა დაკითხვისას წამებით მოკლეს და ამ ფაქტს პროკურატურა უარყოფდა.გუშინდელი ჩანაწერით,ეს დადასტურდა ''
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...