მთავარისიახლეებისაზოგადოება,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში!“

,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში!“

Published on

ქუთაისში დაიწყო სოციალური კამპანია ,,დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ – . სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის წინააღმდეგ გამოდის. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს, რადგან ამ გადაწყვეტილებით რეგიონის განვითარება შეფერხდება.
 
„ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის ჩამორთმევა ნიშნავს ქალაქის განვითარების შეჩერებას. ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას. ხელისუფლებამ არ უნდა იზრუნოს საკუთარ კომფორტზე, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ქალაქების თანაბრად განვითარებაზე. ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დატოვებს ქალაქს და გადაბარგდება თბილისში”, – განაცხადა  არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
 
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...