მთავარისიახლეებისაზოგადოებარამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ებს მათ ავალდებულებენ,...

რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ებს მათ ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ -TI

Published on

რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე  მყოფი ა(ა)იპ-ებს მათ ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ . ამის შესახებ  „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საიასა და „სამართლიანი არჩევნების“  კვლევაშია ნათქვამი. „დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.
ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ.
სამეგრელოში ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოცემულ ფაქტზე ღიად საუბრის შემთხვევაში შიშობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
ზემოთ აღნიშნული ქმედებები, შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს, ასევე, წარმოადგენს  ადმინისტრაციული რესურსისგამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან. კერძოდ,  საარჩევნო კოდექსით აკრძალულია სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას. ამ ქმედებით, ასევე ირღვევა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს განკარგულება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდშიადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების თაობაზე, რომელიც საჯარო მოსამსახურეებს შეახსენებს საარჩევნო კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილ შეზღუდვებს.ორგანიზაციები ფლობენ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც, თუმცა ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობელების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.“- აღნიშნულია კვლევაში. ორგანიზაციები მოუწოდებენ მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას, საარჩევნოდ არ გამოიყენონადმინისტრაციული რესურსი;
საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე და მსგავსი ფაქტებისარსებობის შემთხვევაში ღიად ისაუბრონ აღნიშნულის შესახებ.
 
 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა გლდანის ციხე დატოვეს

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ - რამდენიმე მსჯავრდებულმა...

ეკა კუპატაძე: გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად საშიშია, თუ ვინმე დასუჯელობით წახალისდება, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე საქალაქო სასამართლოში ესწრება პროცესს და სადაც ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ...

Reuters: უკრაინაში Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა

უკრაინის სამხედროებისთვის განკუთვნილი სატელიტური სისტემის, Starshield-ის, შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა, — ამის შესახებ...

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ...