მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოეტი ნიკა ლაშხია "წინანდლის პრემიის" მფლობელი გახდა

პოეტი ნიკა ლაშხია “წინანდლის პრემიის” მფლობელი გახდა

Published on

ზურაბ ჟვანიას სახელობის "წინანდლის პრემიის" დარგში „2018 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელიც სახელოვნებო სივრცე „რესპუბლიკაში“ გაიმართა ჟიურიმ წინანდლოის პრემიის მფლობელები დაასახელა. პირველ ადგილზე პოეზიის დარგში ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია და ალექსანდრე ლორთქიფანიძე დასახელდნენ, პროზაში კი წინანდლის პრემია თორნიკე გოგნიაშვილს ერგო.მწერალ თორნიკე გოგნიაშვილსსაკონკურსოდ წარმოდგენილი ქონდა მოთხრობების კრებული ,,ნაცრისფერი მტევანი'' (გამომცემლობა ინტელექტი 2018წ.), პოეტ ნიკა ლაშხიას საკონკურსოდ წარდგენილი ქონდა ლექსების კრებული ,,დონორი'' (გამომცებლობა ინტელექტი 2018 წ.), ხოლო ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ლექსების კრებული ,,მოწითალო და მოშავო '' (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 2017წ.) წინანდლის პერემიის“ პარტნიორმა კომპანია „ბადაგონმა“ და მისმა ახალი ღვინის ბრენდმა GAU#5-ი "წინანდლის პრემიის" საუკეთესო ნომინანტისთვის დააწესა სპეციალური პრიზი 2000 ლარის ოდენობით;ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა–სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა "წინანდლის პრემია".„წინანდლის პრემიის" ლაურეატები სხვადასხვა წლებში გახდნენ: პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, მწერალი ლაშა ბუღაძე, მსახიობი ნინო კასრაძე, მომღერალი ნატო მეტონიძე და სხვ.
 
ნიკა ლაშხია ტელე რადიო კომპანია "ოდიშის" სახეა. ვულოცავთ მას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ არარერთ შემოქმედებით წარმატებას.
 
 
 
 

სიახლეები

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...