მთავარისიახლეებიეკონომიკაპენსია გაიზრდება 20 ლარით, რატომ 50 ლარით არა?

პენსია გაიზრდება 20 ლარით, რატომ 50 ლარით არა?

Published on

პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ხმაურიანი განხილვაა მოსალოდნელი. მთავარ საფინანსო დოკუმენტს უმცირესობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარადგენს.
 
ოპოზიცია თითქმის ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს აპროტესტებს.
 
დეპუტატები ამბობენ, რომ პროექტი წინა წლის საფინანსო დოკუმენტის იდენტურია და ის საზოგადოების ინტერესებზე მორგებული არ არის. "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პენსიის გაზრდა 50 ლარით არის შესაძლებელი.
 
"მთავარი პუნქტი არის ის, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, რომ მოხდეს ეკონომიკური ზრდა.  მეორეს მხრივ ფული რაც შემოვა ბიუჯეტში ეს სოციალურ ხარჯებს უნდა მოხმარდეს"-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
 
შეგახსენებთ,  გუშინ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  2019 წლის 1-ელი იანვრიდა ნროგორც ასაკობრივი, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 0-დან 18 წლამდე შშმ პირთა – გაიზრდება . მან  ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპენსიო თანხის 20 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში.

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...