SOS – “ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი აღარ არსებობს”

0
433
ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი, მოქალაქე დემურ ანთია ფეისბუკის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. მას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ბედი აღელვებს და აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღი აღარ არსებობს.
"რეაბილიტაცია" ჩაუტარეს არასპეციალისტებმა, შაბაშნიკებმა და რაც უნიკალური სახეობის (წითელ წიგნში შეტანილი) ნარგავები იყო, ერთიანად ამოძირკვეს. ტრიალ მინდორზე ხეებიღა დატოვეს. სადაა ცნობილი ხეივნები. გული მოგიკვდება რომ ნახო. მერიის პროექტით და მისი ზედამხედველობით მოხდა ბოტანიკური ბაღის განადგურება…დილეტანტებიც არ არიან, უვიცთა დოღია. „- წერს ანთია.  რაც შეეხება ხეების მოჭრას, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორთან წინა კვირას ჩაწერილ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ხეების პასპორტიზაცია გაკეთდა და მათი მოჭრა დენდროლოგიური დასკვნის შემდეგ მოხდა.შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამომაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია. 
 
წინა სტატიაSOS – “ბოტანიკური ბაღი აღარ არსებობს”
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა – გარდაცვლილია 13 წლის მოზარდი [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური