მთავარისიახლეებიკულტურაგამოთხოვება მონსერატ კაბალიესთან

გამოთხოვება მონსერატ კაბალიესთან

Published on

ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე ბარესლონაში, სანტ-ანდრეუს სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ La Vanguardia წერს. 
 
კაბალიე მშობლების გვერდით დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიას ესპანეთის დედოფალი სოფია, პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, ტენორი ხოსე კარერასი და სხვა ცნობილი პირები დაესწრნენ. 
 
 
ცნობილი საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე 6 სექტემბერს გარდაიცვალა. ის 85 წლის იყო.
 
ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მას საოპერო სცენებზე 88-ზე მეტ სპექტაკლში აქვს ნამღერი. მომღერალმა სახელი „ბელკანტოს“ სახელით ცნობილი საშემსრულებლო ტექნიკით გაითქვა.
 
 
 
ცნობილმა სოპრანომ 2010 წელს კონცერტი თბილისშიც გამართა. ოპერისა და ბალეტის დრამატულ თეატრში კონცერტი მაშინ პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონსერატ კაბალიესთან ერთად, მისი ქალიშვილი მონსერატ მარტიც მონაწილეობდა.
 
 

სიახლეები

მალანიას ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. შს მინისტრის ყოფილი...

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...