მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა ოქუაშვილი დარწმუნებულია რომ ივანიშვილს ინგლისის სასამართლოში ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწევს

ზაზა ოქუაშვილი დარწმუნებულია რომ ივანიშვილს ინგლისის სასამართლოში ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწევს

Published on

კრიმინალური საქმე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ფულის გამოძალვასა და გათეთრებას ეხება – „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს ინგლისის სასამართლოში ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ეს განცხადება ზაზა ოქუაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” გააკეთა. ბიზნესმენმა ფარული ჩანაწერების ავთენტიკურობაზეც ისაუბრა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობა გამოუცხადა. მისი თქმით, „რუსთავი 2“-დან უკვე გამოითხოვა ფარული ჩანაწერები , რომელსაც ინგლისსა და საფრანგეთში ექსპერტიზა ჩაუტარდება. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ სიმართლე მხოლოდ ასე დადასტურდება. „ბიძინა ივანიშვილი დაბარებული იქნება ინგლისში სასამართლოზე. იქ იქნება კრიმინალური საქმე ივანიშვილის წინააღმდეგ, იმ დარღვევებზე, იმ თანხის გათეთრებაზე, იმ ყაჩაღობა დავარქვათ- ფულის გამოძალვაზე, რასაც მსოფლიო ცივილიზაცია ებრძვის და მით უმეტეს საფრანგეთი, როდესაც იცის, რომ მისი მოქალაქე, საფრანგეთის მოქალაქე ჩადის ამას. ნუ დახარჯავენ ენერგიას დროს ავთენტურობაზე, ორიგინალობაზე. ყველა მინდა რომ დავარწმუნო, რომ „რუსთავი2“-დან მე ეს წამოვიღე და ჩავაბარე, როგორც საფრანგეთში ასევე ინგლისში სახელიან ფირმებს, რომლებიც ყველაფერს დეტალურად დაადასტურებენ,“-განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...