მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმცირესობა საწვავზე აქციზის ფასის განახევრებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა საწვავზე აქციზის ფასის განახევრებას ითხოვს

Published on

საპარლამენტო უმცირესობა საწვავზე აქციზის ფასის განახევრებას ითხოვს. “ევროპული საქართველოს” წინადადებას კანონმდებლები დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განიხილავენ. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ საწვავზე, საკვებ პროდუქტებსა და სხვა ნივთებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება, სწორედ აქციზზე ფასის გაორმაგებამ გამოიწვია. „ასეთ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ გაზრდილ სიღარიბეს, გამოსავალი არის ის, რომ მთავრობამ აქციზის განახევრებით ხელი შეუწყოს საწვავის გაიაფებას, თვითონ ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ 20-25 პროცენტით შეიძლება ამის გაიაფება და ამავდროულად ხარჯი ბუნებრივია მოაკლდება ძალიან ბევრ ადამიანს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობა კი “ევროპული საქართველოს” ინიციატივას პოლიტიკურ პოპულიზმს უწოდებს. დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივასაც განიხილავენ, რომელიც უცხო პირებისთვის ბინადრობის უფლების გამკაცრებას გულისმხობს.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...