მთავარისიახლეებიპოლიტიკაკირცხის ტორტი, ზუგდიდის ვიცე მერის პოსტი, მოქალაქე მაია კალანდიას შეძახილები...

კირცხის ტორტი, ზუგდიდის ვიცე მერის პოსტი, მოქალაქე მაია კალანდიას შეძახილები და მისი გადაფარვისთვის დაცხებული ტაშები – ,,სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში მოხვდა

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია ,, სამართლიანი არჩევნების'' შუალედურ ანგარიშში  დაფიქსირებულია სამეგრელოს რეგიონში  მომხდარი  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, სააგიტაციო წესების დარღვევის,  კამპანიისთვის ხელის შეშლის, სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები.
 
„19 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესის”ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნა „ქართული ოცნების“ ლოგოს გამოსახულებიანი ტორტით აღნიშნეს . ბაღის გამგის მიმოზა დამენიას გახადებით „ქართული ოცნების“ ლოგო ტორტზე ხელისუფლების მიმართ პატივისცემის ნიშნად დაიტანეს 22 საბავშვო ბაღის გახსნაზე „ქართული ოცნების“ ლოგოს გამოყენებით დაირღვა საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 45- ე მუხლი ,რომლის თანახმადაც იკრძალება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის /ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე /პეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად“, – ნათქვამია ანგარიშში.
 
ანგარიშის მიხედვით, სააგიტაციო წესების დარღვევაა 11 სექტემბერს ზუგდიდის მერის მოადგილის მაიზერ ნანავას სამუშაო საათებში ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი სტატუსი.
 
სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ზეწოლის და საქმიანობის ხელშეშლად შეფასდა ის რომ  22 სექტემბერს ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს დათა აქუბარდიას დარბაზში შესვლის საშუალება არ მიეცა, მას უცნობმა პირმა ხელი ჰკრა და წააქცია.
 
წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლად შეფასდა ის რომ ,,ენმ-ის წარმომდგენელი მაია კალანდია პრეზიდენტობის კანდიდატს სიტყვას აწყვეტინებდა სხვადასხვა შეძახილებით. დარბაზში მსხდომნი კი ცდილობდნენ ტაშით გადაეფარათ მისი შეძახილები.
 
ანგარიშის მიხედვით,  სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტები დაფიქსირდა ჩხოროწყუში, ზუგდიდში.
 
ხელმძღვანელი პირების არჩევის პროცესში საუბნო კომისიების სხდომები დარღვევით ჩატარდა მარტვილის მუნიციპალიტეტტში.
 
ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნები''  რეკომენდაციებს აძლევს მაღალი თანამდებობის პირებს, თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს,ასევე პოლიტიკურ პარტიებს, რომ გაითვალისწინონ ორგაზაციის მიერ დაფიქსირებული დარღვევები. ამასთან  მიმართავს საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისაგან.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....