მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოლო წლებში პოლიციის დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებმა იმატა

ბოლო წლებში პოლიციის დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებმა იმატა

Published on

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები პოლიციელთა მხრიდან გაზრდილია – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
 
დოკუმენტის მიხედვით, პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს პროკურატურა ან არ იძიებს ან ძიებას აჭიანურებს.
 
ორგანიზაციის ინფორმაციით, ძალადობა ძირითადად პოლიციის მანქანებში და წინასწარი მოთავსების იზოლატორში ხდება.
 
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება დანაშაულის შესახებ არსებული სტატისტიკის "გაკეთილშობილებას" ცდილობს.
 
მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში პოლიციის დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებმა იმატა, რასაც ეფექტური გამოძიება არ მოყოლია.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...