მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს მე მაწუხებს ის, რაც გაწუხებთ თქვენ. მაწუხებს მავნებელი მთავრობა, რომელმაც ...

დღეს მე მაწუხებს ის, რაც გაწუხებთ თქვენ. მაწუხებს მავნებელი მთავრობა, რომელმაც ვერაფერი ვერ გააკეთა და ცდილობენ რაც კარგია ის დაანგრიოს- ბურჭულაძე

Published on

„დღეს მე აქ მოსული ვარ როგორც რიგითი მოქალაქე, დღეს მე მაწუხებს ის, რაც გაწუხებთ თქვენ. მაწუხებს მავნებელი მთავრობა, რომელმაც  ვერაფერი ვერ გააკეთა და ცდილობენ რაც კარგია ის დაანგრიოს“-ეს განცხადება პაატა ბურჭულაძემ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მსოფლიო ბანმა "ფონდ იავნანას" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, ის ქვეყანას არ დატოვებს.
 
„ეს მავნებელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მე დავტოვო ქვეყანა და გავიქცე თითქოს რაღაც საშინელება ხდება. მე არ დავტოვებ ქვეყანას. ფონდში ხუმრობენ  ნეტა დაგვიჭირონ ყველა და აქამდე ამნისტია შეგვეხებოდაო,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
 
სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ბანმა სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა გრიგოლ ვაშაძეს.
 
„სალომე ქართველია? მითხარით სალომე იცის ქართული ენა? ის ჩვენი ქვეყნის პატრიოტია? აბა რატომ უნდა ავირჩიოთ? რატომ უნდათ რომ დაღუპონ ეს ქვეყანა? რამდენი ადამიანი დაგვასვა ივანიშვილმა რომელმაც არ ივარგა. ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც არის განათლებული, თავისი სამშობლოს მოსიყვარულე, რომელმაც იცის ქართული ენა,“-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.   

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...