მთავარისიახლეებიკონფლიქტებისამი შვილის დედა მაია ოთინაშვილი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება

სამი შვილის დედა მაია ოთინაშვილი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება

Published on

 თავს ერთი კვირის წინ გატაცებული,სამი შვილის დედა მაია ოთინაშვილი ამ დრომდე  ცხინვალის იზოლატორში რჩება და უცნობია ზუსტი თარიღი,  როდის  შეძლებს  მის გამოხსნას საქართველოს  ხელისუფლება.
 
 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე მუდმივ რეჟიმში, ყველა არსებული საშუალებით ცდილობს, რომ  გათავისუფლება ახლო მომავალში მოხდეს. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია რომ გატაცებული ქალბატონი უკვე მოინახულეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა.
 
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წითელ ჯვარს მიეცა დაკავებულის მონახულების საშუალება და ეს ინფორმაცია ოჯახს მიეწოდა. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა ოსური საინფორმაციო საშუალებებითაც. რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ის კარგ პირობებშია და კომფორტულადაა, სერიოზული არ არის. მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხადია ყველასთვის და პირველ რიგში ოჯახისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ამაზე ინფორმაცია გარკვეულწილად მიღებულია. ჩვენ ინტერესია, რომ დაკავებული ქალი გათავისუფლდეს. ასევე ჩვენი ინტერესია, რომ ადამიანებს საკუთარ სახლსა თუ ბაღში გადაადგილების საშუალება გააჩნდეთ; რომ ოსებსა და ქართველებს, ამ ხელოვნური მავთულხლართებისა და ბარიკადების ორივე მხარეს, ერთმანეთთან მისვლის გზები და გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენს ინტერესშია, რომ მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტები არ ხდებოდეს. ამისათვის ყველანაირი მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
 
37 წლის მაია ოთინაშვილი ოკუპანტებმა გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ახალი ხურვალეთიდან 29 სექტემბერს გაიტაცეს. ოთხი დღის განმავლობაში მის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო. ცხინვალის მედიაში გავრცელებული  ინფორმაციით  იგი  ე.წ. საზღვარზე საზღაურის ფასად გადაყვანაში დახმარების გამო იქნა დაკავებული, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის რუსეთის მორიგი პროვოკაცია. რადგან კრემლი გაეროში საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლამ გააღიზიანა.
 
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...