მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე ლევან ბერძენიშვილს გაერთიანებას სთავაზობს: „დადგა დრო ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული...

გრიგოლ ვაშაძე ლევან ბერძენიშვილს გაერთიანებას სთავაზობს: „დადგა დრო ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული კოალიციური მთავრობა”

Published on

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა მიმართვა პარტია   „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერის ლევან ბერძენიშვილისადმი. 
 
განცხადებაში  იგი  ლევან ბერძენიშვილს გაერთიანებას სთავაზობს და აღნიშნავს, რომ ის ბერძენიშვილს ყოველთვის თვლიდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლ პატრიოტად.
 
„დადგა დრო გაერთიანებისა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული კოალიციური მთავრობა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრებს პოლიტიკური კონკურენციის დემოკრატიულ წესებს და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს წარმატებას და ღირსეულ მომავალს“, – აღნიშნავს გრიგოლ ვაშაძე.
 
„რესპუბლიკური პარტია“ ამ არჩევნებში მხარს არავის უჭერს. გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი, რომ არ მივაჩნივარ აგენტად, სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ გაერთიანებას არავისთან ვაპირებთ“, -განაცხადა პასუხად ლევან ბერძენიშვილმა.

სიახლეები

ტრაპმი: ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის

ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში...

ზუგდიდში ხვალ აქციაზე პოლიტიკოსი და ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი ჩამოვა

ზუგდიდი უკვე იქცა რეჟიმთან უწყვეტი წინააღმდეგობის ერთ-ერთ კერად. აქაური პროტესტი ხშირად გამხდარა სხვა ადამიანების...

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქეს მიენიჭა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა. მათ შორის პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები...

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობა ტოვებს - ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანმა გორგასლის...