მთავარისიახლეებიპოლიტიკაბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე რუსულმა დელეგაციამ სუვენირებად დაარიგა საქართველოს რუკა.... აფხაზეთის და...

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადაზე რუსულმა დელეგაციამ სუვენირებად დაარიგა საქართველოს რუკა…. აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე

Published on

 ბათუმში მიმდინარე ჭადრაკის ოლიმპიადის მოხალისეებს სუვენირებად დაურიგეს  საქართველოს რუკა…. აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე. 
 
ეს ,,საჩუქარი'' ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს გაუკეთა ხანტი-მანსიისკის დელეგაციამ , რომელიც   ბათუმში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება,  რადგან მომავალი ოლიმპიადა სწორედ მათთან იმართება.
 
ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს რუკის საჩუქრებად დარიგება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ გააპროტესტა . დელეგაციის ხელმძღვანელმა,  ქალაქის მერმა ვასილი ფილიპენკომ  პასუხი ვერ გასცა  კიხვას,  რატომ იყო მათ მიერ დაბეჭდილ რუკაზე საქართველო დანაწევრებული.
 
რუსულ საჩუქრებსა და ამის გამო ატეხილ სკანდალზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა FIDE-ს ახლად არჩეულმა რუსმა პრეზიდენტმა. არკადი დვორკოვიჩი 2008 წელს მედვედევის მრჩეველი იყო და აფხაზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს ხშირად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებდა.
 
საბოლოოდ,  გია გიორგაძემ რუსი კოლეგებისგან მიიღო ბოდიში და განმარტება, რომ რუკის შესახებ მათ არ იცოდნენ.
 
ბათუმში მიმდინარესაჭადრაკო ოლიმპიადა 6 ოქტომბერს დასრულდება. 
 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...