მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მუნიციპალიტეტის საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრმა სხვადასხვა უბანზე წევრობაზე უარი განაცხადა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრმა სხვადასხვა უბანზე წევრობაზე უარი განაცხადა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრმა სხვადასხვა უბანზე წევრობაზე უარი განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას ენმ ავრცელებს. პარტიის ზუგდიდის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, ეს ის ადამიანები არიან რომლებიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, მაგრამ თითქოს დამოუკიდებელი წევრები არიან. „ეს რვა ადამიანი ძირითადად ისინი არიან, რომლებიც ჩვენ სიებში გავშიფრეთ. ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანებს რეალურად არ უნდათ კომისიებში ყოფნა. არ უნდათ იმიტომ, რომ ხვდებიან, ნებისმიერ დარღვევასა და უკანონობაზე, რომლის შესრულებაც მათ მოუწევთ არჩევნების დღეს, და რასაც ავალებს მმართველი პარტია, რეალურად არ უნდათ, რომ ეს შეასრულონ. ჩვენი კომისიის წევრები, საერთაშორისო დამკვირვებლები ყველა დარღვევას აკონტროლებენ და და გამოაქვთ სააშკარაოზე“, – აცხადებს წითლიძე. ენმ-ს ინფორმაციით,კომისიები დატოვეს 25-ე, 46-ე, მე-80, 105-ე, 46-ე, 74-ე და 96-ე უბნის წევრებმა. ინფორმაციას ადასტურებენ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაშიც.თუმცა ამბობენ, რომ მათ განცხადებაში მითითებული აქვთ „ოჯახური მდგომარეომა“. 

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...