მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდნენ

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიურ კორპუსის წევრებს შეხვდნენ.
 
დახურული შეხვედრის მთავარი თემა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობა და სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა იყო.
 
„ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. გრიგოლ ვაშაძემ დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას.
 
ოპოზიციის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსი დაინტერესებულია, რომ საარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიიღოს.
 
„ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო სექტორზე, რომელიც გვესმის ხელისუფლების მხრიდან და სრული დეინსტიტუციონალიზაცია, პროკურატურა, სასამართლო, არაფერი აღარ არსებობს ქვეყანაში. ამას ყველა აღნიშნავს, რომ ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ეს არის სარჩევნო კომისიები და საარჩევნო კომისიებში მუშაობა პირდაპირი გაყალბების მექანიზმების შედგენის კუთხით და კონკრეტული ფაქტები ვუჩვენოთ, როგორ ვუკეთებთ პრევენციას. მესამე – სრული ადმინისტრაციული აპარატის მობილიზება იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალონ ჩვენ არჩევნებზე და ხელი შეუწყონ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის ტოტალური უკანონობა,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. ჟორჟოლიანი აღნიშნავს,...

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ირაკლი...

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...