მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,რუსულ - აფხაზურ" საზღვარზე თავისუფლად გადაადგილების შემოღება იგეგმება

,,რუსულ – აფხაზურ” საზღვარზე თავისუფლად გადაადგილების შემოღება იგეგმება

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთსა და მის მიერ აღიარებულ ,,აფხაზეთის რესპუბლიკას'' შორის საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის საკითხი იხილება.
 
„აფსნიპრესი“- ს ინფორმაციით, ეს ინიციატივა   დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების კომტეტის წარმომადგენელმა ასტამურ ლოგუამ რუს და აფხაზ პარლამენტართა შეხვედრაზე გააჟღერა.
 
შეხვედრაზე ეს საკითხი განხილულ იქნა   სოციალურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან კონტექსტში.
 
რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინე ზატულინმა   შეხვედრაზე  აღნიშნა, რომ „რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ გაფართოვდეს იმ ქვეყნების წრე, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“. 
 
მისივე თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების და შესაბამისი ხელშეკრულებების მოწერის შემდეგ, ყველაფერი წავა საზღვარზე ამჟამად არსებული რეჟიმის შემსუბუქებისკენ.
 
შეხვედრის მონაწილეებმ  მხარი დაუჭირეს საერთაშორისო საპარლამენტო მოძრაობის „აფხაზეთის მეგობრები ლიგის“ დაფუძნების იდეას

სიახლეები

წიწაკის სპრეის შესაძენად შსს-ს წერილობითი თანხმობა დაგჭირდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აეროზოლური მოწყობილობები (წიწაკის სპრეი) რეგულაციას დაექვემდებარება...

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ

„ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება. მისივე...

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ იურისტებმა საგანგებო...

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს ჰპირდება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მკაცრ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ...