მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სავარაუდო შეხვედრა ამ ეტაპზე ჰიპოთეზის...

,, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების სავარაუდო შეხვედრა ამ ეტაპზე ჰიპოთეზის დონეზეა ”- აცხადებს ზურაბ აბაშიძე

Published on

ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს  რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა არ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა ჩეხეთში განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო. 
 
,, სავარაუდო შეხვედრა ამ ეტაპზე ჰიპოთეზის დონეზეა ''- განაცხადა მან გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას.
 
"თეორიულად შესაძლებელია, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, ადრე თუ გვიან საჭირო იქნება ნამდვილად, ამ შეხვედრაზე უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს განხილული ის საკითხები, რაც ყველაზე აქტუალურია ჩვენთვის და კონფლიქტურ რეგიონებთან არის დაკავშირებული, თუნდაც მცირე ნაბიჯი უნდა გადაიდგას წინ ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ასეთ შეხვედრას თუკი ჩატარდება ძალიან დეტალური მომზადება დასჭირდება. ჰიპოთეზის დონეზეა ჯერ, თეორიულად ვამბობ შეიძლება შედგეს. ვინ როგორ სად, ეს ყველაფერი თუკი დაიწყება ამ შეხვედრის მომზადება, იქნება გასარკვევი,"-განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.
 

 შეგახსენებთ,  სერგეი ლავროვის მოადგილემ გრიგორი კარასინმა  ორი დღის წინ პრაღაში განაცხადა, რომ რუსული მხარე უკვე ემზადება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის და დღის წესრიგზეც მუშაობს.

სიახლეები

მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა – ჰერჩინსკი

"წარსულშიც მისაუბრია მზიას საქმესთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა" -...

დაკავეულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა - რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი...

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...