მთავარისიახლეებიპოლიტიკადასასრულის დასაწყისი: მგელი მოდის. ახლა უკვე ნამდვილად. ხელისუფლებაში ერთმანეთს ასწრებენ ისტერიულ...

დასასრულის დასაწყისი: მგელი მოდის. ახლა უკვე ნამდვილად. ხელისუფლებაში ერთმანეთს ასწრებენ ისტერიულ განცხადებებს

Published on

იუსტიციის მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს ეხმაურება. წულუკიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს, თავად თემა კი წინასაარჩევნოდ არის გამოგონილი.
 
„ჩემთვის რამდენი ჩანაწერიც არ უნდა გავრცელდეს, ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ერთი, რომ ყველა ახალ ჩანაწერზე გამოძიება მიმდინარეობს და ჩანაწერები ემატება იმ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მიჰყავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და ეს არის წინასაარჩევნოდ მოგონილი თემა, იმისთვის რომ ბ, ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხა, რომელსაც ჰქვია დავალიანება ამ კომპანიამ აირიდოს თავიდან და არ გადაიხადოს“-ამბობს თეა წულუკიანი.
 
უნიჭო დრამატურგია, – ასე უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს. მისი თქმით, აშკარად ეტყობა ამ პროცესს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული.
 
ისეთ ბრალდებებს უყენებენ "ქართულ ოცნებას," რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვეულებრივი, რიგითი ყოველდღიური საქმიანობა იყო, ამით ცდილობენ არჩევნების ამ ეტაპზე ერთგვარი დესტრუქციის შეტანას.
 
 
ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში შფოთვის შემოტანა არანაირ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტირებისას განაცხადა.
 
 სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილისგან ამ განწყობას ვერ ვხედავთ. თქვენ იცით, რომ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ვისაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, განაცხადა, როგორი ტიპის კამპანიის ჩატარების განწყობა ჰქონდა. სამწუხაროდ ოპონენტებმა ამ ყველაფერს ისევ სიძულვილის ენა და პიროვნული შეურაცხყოფები დაუპირისპირეს. რა თქმა უნდა, ეს ევროპული ტიპის დემოკრატიისთვის სრულიად მიუღებელია. ამავე დროს ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა კარგად დაინახოს ცხოვრებაში ვის რა ფასეულობები ამოძრავებს,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
არჩევნების მოახლოებისას შემოდის ფული საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობა“ ხარჯავს ამ ფულს და იმედი აქვთ, რომ რაღაცას შეცვლიან თავის სასარგებლოდ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მარგინალური და სუსტი პოლიტიკური ძალა უწოდა.
 
„აბსოლუტურად მარგინალური, სუსტი და უნიათო პოლიტიკური ძალაა. ჩვენთან დაკავშირებით რა ტერმინსაც იყენებდნენ, ზუსტად ეგ ტერმინი შეეფერებათ. არის აბსოლუტურად მარგინალური, ხედავთ როგორ წარმართავენ კამპანიას. არჩევნების მოახლოებისას შემოდის ფული საქართველოში, ხარჯავენ ამ ფულს და იმედი აქვთ, რომ რაღაცას შეცვლიან თავის სასარგებლოდ. არჩევნები რომ მოდის, ცდილობენ თავის წამოყოფას, ჩვენი ამოცანაა, როგორც კი თავს წამოყოფენ, ჩავარტყათ თავში. ამას საზოგადოებასთან ერთად ვაკეთებთ, მოსახლეობა იღებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...