მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას გვიმალავენ"- მერაბიშვილის ადვოკატი

„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას გვიმალავენ”- მერაბიშვილის ადვოკატი

Published on

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ადვოკატებისთვის უცნობია. ამის შესახებ განცხადება, მერაბიშვილის უფლებადამცველმა გიორგი ჩივიაშვილმა გააკეთა.მისი თქმით, უფლებადამცველებს ყოფილი პრემიერის კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაყვანის შესახებ დღეს დილით აცნობეს.ჩივიაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა გახდა ვანო მერაბიშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი – ეს არის დამატებითი კვლევები თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.„დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი, ჩვენ არ ვიცით რა სჭირს მერაბიშვილს. სამწუხაროდ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ დაუსვას მას დიაგნოზი და ჩაუტაროს მას ნორმალური, ადეკვატური მკურნალობა. შესაბამისად ამ წუთისთვის ჩემთვისაც უცნობია რატომ გახდა დღეს კიდევ დამატებით გადმოყვანა საჭირო.ფაქტი ერთია, რომ დიაგნოზები მათ არ აქვთ და არ მკურნალობენ ამ ადამიანს იმის მიხედვით რაც სჭირს,“-განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.ვანო მერაბიშვილის უფლებადამცველებს ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა სასჯელაღსრულების დაწესებულება დიაგნოზს შეგნებულად მალავს. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა სამედიცინო კვლევის შემდეგ ერთი კვირა გავიდა, ადვოკატებისთვის მერაბიშვილისთვის დასმული დიაგნოზი ამ დრომდე არ გადაუციათ.„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას გვიმალავენ. ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ რაღაცის ფალსიფიცირების მცდელობა ხდება. იმიტომ, რომ ერთი კვირა გადის ჩვენთვის ხელმიუწვდომელია მერაბიშვილის დიაგნოზები ავერსის კლინიკაში ჩატარებული კვლევის შემდეგ. ეს იმ ფონზე, როდესაც გუშინ იუსტიციის მინისტრი გვესაუბრებოდა დარწმუნებით, რომ მას არაფერი არ სჭირს. ანუ რა გამოდის, იუსტიციის მინისტრმა იცის მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლო კვლევებთან დაკავშირებით და ჩვენ არაფერი არ ვიცით. არ იცის ოჯახმა, არ იციან ადვოკატებმა. ბუნებრივია ეს ყველაფერი აჩენს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს,“-ამბობს უფლებადამცველი.
ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ვანო მერაბიშვილი ამ წუთებში „მედიკლაბ ჯორჯიაში“ იმყოფება.

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....