მთავარისიახლეებიპოლიტიკაკავშირი "ომეგაში" 2004 წელს სპეცრაზმის შესვლასა და აჭარის ცნობილ მოვლენებს შორის -...

კავშირი “ომეგაში” 2004 წელს სპეცრაზმის შესვლასა და აჭარის ცნობილ მოვლენებს შორის – მიხეილ სააკაშვილი განმარტებებს აკეთებს

Published on

მიხეილ სააკაშვილი "ომეგა ჯგუფის" საქმეს ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განმარტებები 2004 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ ოფისებში და ტელეკომპანია „იბერიაში“  სპეცრაზმი შევიდა. მაშინ  შეიარაღებულმა პირებმა დაკავებული შენობები იმ დრომდე არ დატოვეს, სანამ ზაზა ოქუაშვილმა იბერიის ლიცენზია არ დათმო.
მიხეილ სააკაშვილი ამ მოვლენებთან დაკავშირებით პარალელსა ვლებს აჭარაში მიმდინარე პროცესებთან. მისი თქმით, ამ პერიოდში აჭარას რუსეთის მფარველობის ქვეშ მთლიანად აკონტროლებდა ასლან აბაშიძე, რომელსაც ყველა პირი ჩამოშორდა ზაზა ოქუაშვილის გარდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2004 წელს „ომეგაში“ მიმდინარე პროცესები უკავშირდება აჭარის მოვლენებს და ზაზა ოქუაშვილის ასლან აბაშიძის გვერდით დგომას.
„სწორედ ამ რაკურსში უნდა განვიხილოთ სიტუაცია,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მისი თქმით, საქართველოს ჰქონდა აჭარაზე კონტროლი დაკარგული და სწორედ მისი საშუალებით მოხდა აჭარის დაბრუნება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს იმასაც, რომ ამ პროცესების დროს არასწორად იმოქმედა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ისედაც გამოირჩეოდა რადიკალური ნაბიჯებით.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას არანაირი ბიზნესწილები არ მოუთხოვია.
„ამ საქმით ისარგებლა მაშინ ოქრუაშვილმა, რომელიც არ გამოირჩეოდა დახვეწილი მეთოდებით და მერე ბოლომდე აურია და თავზე ხელი აიღო და ქიბარ ხალვაშმა რომლეიც შემდეგ გამოიყენა ივანიშვილმა და ამ კუთხით ბევრად შორს წავიდნენ ვიდრე ეს იყო მისაღები და დასაშვები. რა თქმა უნდა აქ იყო უარყოფითი მომენტები, რომელიც მომავალში არ უნდა გამეორდეს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...