მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის დავალებით ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და შერაცხყოფის მიყენება სცადა... -...

ივანიშვილის დავალებით ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და შერაცხყოფის მიყენება სცადა… – ოქუაშვილი

Published on

ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „კვირის აქცენტებში“ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
 
ოქუაშვილი დეტალურად ყვება, როგორ მოსთხოვა მას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა.
 
ოქუაშვილი ამბობს, რომ მან ფარცხალაძის მოთხოვნილი თანხის შესახებ სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს შეატყობინა, რომელიც თავის მხრივ ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან მივიდა და ეს ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც თავად კვირიკაშვილი შეხვდა ივანიშვილს და მას უთხრა, რომ ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილისგან 4 მილიონს ითხოვდა.
 
ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ლევან ყიფიანის საქციელმა გააღიზიანა და მისი დასჯა ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძეს მოსთხოვა.
 
„იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ სჯობს. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. იმ სახლის სარდაფში ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ რომ ლევანი რომ წავიდა იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს ყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ამ სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო“-ამბობს ოქუაშვილი.
 
მისი თქმით, მომხდარის შესახებ ლევან ყიფიანმა თავად უამბო. ოქუაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ ივანიშვილი  მიხვდა, რომ ბიზნესმენი ფულს დაშინების მიუხედავად არ გადაიხდიდა და ამიტომ ოთხი მილიონი თავად მოსთხოვა.
 
„პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა, ჩხარტიშვილი გახარია – იქ იციან მეტი… ლევანი იყო მეორე ხაზზე, კვირიკაშვილი მესამეზე იყო ალბათ. დამატებით, მათ ვერ შეძლეს ჩემი და ჩემი ხალხის დაშინება, რომ ის ოთხი მილიონი მიმეტანა და რადგან ვერ შეძლეს და იყვნენ იძულებული,  რომ ივანიშვილი ჩაერიათ და მას პირადად მოეთხოვა. გახდა ივანიშვილი იძულებული  თვითონ ეთქვა, ჯერ ვერ მივხვდი მაჩვენებდა ასე ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, ბიჭები თვითონ იყო,“-ამბობს ოქუაშვილი. 
 

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...